მაისის ქართული მუსიკა | 2020
ავტორი: ჯაბა შავიშვილი >>
1 ივნისი, 2020 >>
14 წუთის წასაკითხი >>
13 ნახვა
Bedforf Falls - MERMISI
ქართული ინდი როკ ბენდი Bedford Falls ახალ კომპოზიციას და ვიდეო რგოლს, „Mermisi” ავრცელებს, სადაც ჯგუფის სხვა კომპოზიციებისგან განსხვავებით, ელექტრონული ჟღერადობა დომინირებს.
TM – Tribute To Giuli Chokheli
ქართველი პროდიუსერი, ჰიპ-ჰოპ დუეტის -TM & Mush One-ის წევრი, თორნიკე მამისეიშვილი (TM), ახალ 10 წუთიან EP-ს აქვეყნებს, რომელიც ქართული ჯაზის ლეგენდას, გიული ჩოხელს ეძღვნება. მინიალბომში, ჩოხელის სხვადასხვა კომპოზიციიდან აღებულ სემპლებზე ჰიპ-ჰოპ ბითებია განლაგებული. აღსაღნიშნავია, რომ ეს TM-ის პირველი ნამუშევარი არ არის ამ მიმართულებით, აქამდე პროდიუსერმა ორი EP, “ფირფიტქექია“ და „ზღვისპირებული“ გამოუშვა, რომლებიც ასევე ქართული ჯაზ/ფანკ/სოულ მუსიკის სემპლებზე იყო აგებული.
TeTe Noise - Relative Distances
„Relative Distances“ მუსიკოსს სანდრო ჩინჩალაძის იგივე TeTe Noize-ის ახალი ალბომია, რომელისთვისაც კომპოზიციები, აკუსტიკური და ციფრული ინსტრუმენტების დახმარებით სხვადასხვა პერიოდში იქნა ჩაწერილი. მშვიდ ემბიენთ და ექპერიმენტებით მიღწეული ჟღერადობას თან სხვადასხვა ვოკალური ჩანართებიც ერთვის თან.
Kancheli - Earthshaketrance
გიორგი ყანჩელმა, ბასიანის ლეიბლზე ახალი 4 ტრეკიანი EP „Earthshaketrance“ გამოუშვა, რომელიც დეტროიდული ტექნოსა და ტრანსის კვეთაზეა და ისლანდიელი პროდიუსერის Volruptus-ის რემიქსაც მოიცავს.
kordz - Secondhand Happiness
Kordz გერმანულ ლეიბლს, „Prrrrrrr Records“-ს ახალი სინგლით, 'Secondhand Happiness'- უბრუნდება, რომელიც ორიგინალ კომპოზიციას, ორკესტრულ ინტერპრეტაციასა და Cobert-ის რემიქს შეიცავს, რომელიც სპეციალური კონკურსის მეშვეობით შეირჩა რელიზისთვის.
დავით დათუნაშვილი - 6 Plus
ქართველი მუსიკოსი, დუეტ Okinawa Lifestyle-ის ყოფილი წევრი დავით დათუნაშვილი ახალ ალბომს „6 Plus“ 2 ივნისს ოფიციალურად გამოვა, მანამდე კი ალბომის ერთ-ერთი კომპოზიცია „36.6“ ვრცელდება, რომელიც კომპოზიტორ და მესაყვირე დათო კიკაბიძესთან ერთად არის ჩაწერილი. მუსიკოსისთვის ეს მესამე სოლო ალბომია.
Generali Minerali - Electro Planet
ქართველი პროდიუსერი გიორგი ჯინჭარაძე იგივე Generali Minerali, ახალ 4 კომპოზიციის მქონე EP-ს „Electro Planet-ს აქვეყნებს, სათაურიდან გამომდინარე მინიალბომი „მჟავა ჟღერადობის“ მქონე რიტმულ ელექტრო კომპოზიციებს აერთიანებს, რომლებიც კარანტინის პერიოდში შეიქმნა.
FAU - Hangin' On You
ახლად ჩამოყალიბებული დუეტი FAU პირველ ჩანაწერებს აქვეყნებს, მელოდიური და გრუვის მქონე კომპოზიციები, საუკეთესო ზაფხულის ჟღერადობას გვპირდება.
Tzerloder - Brisk Decay
მუსიკოსი სანდრო თავართქილაძე (IC122) ახალ, 3 ტრეკისგან შემდგარ EP-ს, „Brisk Decay“ ახალი ფსევდონიმით „Tzerloder“ აქვეყნებს, რომელიც მისთვის დამახასიათებელი აბსტრაქტული ბიტებითა და მელოდიებითაა გაჯერებული.
Mechanical Rainbow – DAYSLEEPER
2018 წელს ჩამოყალიბებულმა, ქართულმა ბენდმა, Mechanical Rainbow ახალი მუსიკალური კომპოზიცია, „DaySleeper” გაავრცელა. პროგრესივ და ინდი როკის ჰარმონიული სინთეზი, შეხმატკბილებული ვოკალური პარტიები და საინტერესო ტექსტები, ხოდოროსვსკის ფილმის კადრებთან ერთად სასიამოვნო აუდიო-ვიზუალურ ფორმას ქმნის.
Sophia Sagaradze - .offshor.e.scape.
სოფია საღარაძე ქართველი კომპოზიტორია, თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, იგი სასწავლებლად დანიაში, მუსიკის სამეფო აკადემიაში გაემგზავრა. მისი ნამუშევარი .offshor.e.scape. - ფლეიტაზე განხორციელებული ბგერითი მანიპულაციაა.
The Window - Dreamer
სანამ პანდემია ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაარღვევდა, ჯგუფმა The Window ალბომი Dreamer გამოსცა. ეს რვატრეკიანი ნამუშევარი ახალი ეტაპის დასაწყებად ძველი ემოციებისგან და თუნდაც ყურს ნაჩვევი მელოდიებისგან განსათავისუფლებლად დასმული წერტილია. ჯგუფი DIY პრინციპით მუშაობს - იქნება ეს მასშტაბური თუ მცირე ზომის კონცერტების ორგანიზება თუ ჩაწერები. ალბომი Dreamer-იც დათო თავაძის პროდიუსინგით Home Studio Records-ში ჩაიწერა.
Angel of Disease - Obscure Conjuring
2009 წლის შემდეგ, ქართულმა Death Metal ჯგუფმა, Angel of Disease-მ მეორე ალბომი „Obscure Conjuring“ გამოუშვა. ალბომისთვის სიმღერები 2008-2019 წლების პერიოდში ჩაიწერა და ლეგენდარული პროგრესივ მეტალ ჯგუფის „Cynic“-ის დამფუძნებელს და დრამერს, 2020 წელს გარდაცვლილ შონ რეინერტს ეძღვნება. პირველი ალბომისგან განსხვავებით, “Obscure Conjuring”-ის ჩაწერაში ჯგუფის ახალმა დრამერმა, დიმიტრი ოგანესიანმა მიიღო მონაწილეობა.
Pitter J - All we are is dust into the galaxy
All we are is dust into the galaxy შეიქმნა პანდემიის პერიოდში, ჩაიწერა დისტანციურად სხვადასხვა ლოკაციაზე, რადგან ჯგუფი გაიფანტა შექმნილი მდგომარეობის გამო. საბოოლოდ თრექი მაინც დარელიზდა და ზუსტად ასახავს იმ განწყობათა ფენებს რომლებიც იზოლაციის პერიოდში გვეუფლებოდა.
My Equinox Divine - Of Glitters and Zen
„Of Glitters and Zen“ ქართლი სინთპოპ/ელექტრო პოპ დუეტის - My Equinox Divine-ის სადებიუტო ალბომია, რომელიც 10 კომპოზიციიგან შედგება და საინტერესო მელოდიურ პასაჟებზე დაფუძნებულ პოპს ქმნის.