აგვისტოს ქართული მუსიკა

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

23 სექტემბერი, 2024

15 წუთის წასაკითხი

518 ნახვა

Lila Veil - In The Woods

Lila Veil ბერლინში მცხოვრები ქართველი მუსიკოსია, რომლის სადებიუტო ალბომიც „In The Woods” აგვისტოს ბოლოს გამოვიდა. 8 სიმღერისგან, Indie folk ჟანრში, აკუსტიკურ გიტარაზე შესრულებული ნამუშევრებისგან, 2 ქართულია, რომელიც მუსიკოსის ბავშვობიდან იღებს შთაგონებას და მელანქოლიურ სტილში უპრეტენზიოდ ასრულებს.


Mother On Mondays – Funicular

დიდი ხნის შემდეგ Mother On Mondays ახალი ალბომით დაუბრუნდა მსმენელს. 90-იანი წლების გამორჩეულმა ალტერნატიული მუსიკის ბენდმა ზაფხულში არსებულ ძველ ჩანაწერებსაც მოუყარეს თავი და და “Funicular” გამოსცეს. ბენდი ამჟამად ლევან ჯავახიშვილის, გოგი ძოძუაშვილის და ვაჟა ბექაურის ფორმატით არსებობს და არსებულ ჩანაწერიც სინთ პოპის და ინდი როკის ელემენტებითაა გაჯერებული. რამდენიმე ტრეკი კი გოგი ძოძუაშვილის უკვე არსებული სიმღერების განსხვავებული ინტერპრეტაციითა ნაჩვენები.

fifki sughameshi - The endless highway

საინტერესო ემბიენთ ჩანაწერებით გამოჩნდა ბენდქემფზე აქამდე ჩემთვის უცნობი ანონიმი პროდიუსერი fifki sughameshi, რომლის ერთ-ერთი EP-ს ‘the endless highway” საუნდ დიზაინის ეფექტური მცდელობებია, 4 ტრეკის ფარგლებში თავისებურ, ცოტა უტოპიურ, აუღელვებელი ცხოვრებით სავსე სამყაროს გვიხატავს.


Quemmekh - ACOUSTICS COLLECTED

Quemmekh-ის სახელი ქართული ანდერგრაუნდ სივრცისთვის კარგად ნაცნობია - წლების განმავლობაში ბენდმა ლოიალური მსმენელის და მიმდევრების საკმაო რაოდენობა შეიძინა, რომელთათვისაც ბენდის ესთეტიკა, სათქმელი და გადმოცემის ფორმა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. აგვისტოში ბენდმა ძველი სიმღერების კრებული განსხვავებული, მათთვის არაორდინალური ფორმატით შემოგვთავაზა - ძირითადად აკუსტიკურ გიტარაზე შესრულებული, რაც მათთვის დამახასიათებელი პანკური სულისკვეთებისგან და აგრესიისგან შორს დგას.



Generali Minerali - 2020 Unreleased works

პროდიუსერი Generali Minerali რომელსაც მე პირადად ქართული ელექტროსა და ბრეიბიტის მთავარ ფიგურად მივიჩნევ, 2020 წლის აქამდე გამოუქვეყნებელი ტრეკების საკმაოდ მსუყე კომპილაციას აქვეყნებს. რა თქმა უნდა კოვიდის პერიოდმა, როდესაც აღნიშნული ალბომი შეიქმნა თავისი როლი ითამაშა და მუსიკაც შესაბამისი განწყობისაა.

ソウル タタキ- I Couldn't Look, Nor Could I Look Away​.​.​.

დიდად დაინტერესებული ვარ ვინ იმალება აღნიშნული სახელის უკან, იმიტომ რომ მსგავსი მუსიკა ქართულ მუსიკალურ სივრცეში თითქმის არ შემხვედრია - ცოტათი ჰაუნტოლოგია და სემპლებთან თამაში, დიდი დოზით ნოიზი და აგრესია. გამოჩნდი.



Slavemarket – Fence

ლადო ონიანის კამერული მუსიკა, რომელიც 3 საკმაოდ გრძელი ჩელოზე დაფუძნებული ნაწარმოებისგან გრძელდება. მუსიკა აქ დინამიური და სინემატიკურია და წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს თეატრისთვის.

Tashi – Therapy

ლევან ჯავახიშვილი, არჩილ ქელბაქიანი და ვაჟა ბექაური - ელექტო-ექსპერიმენტული ტრიო სახელად ტაში, ლაი ჩანაწერი „თერაპია“ - მოქმედება ივლისში, Vimana-ს მუსიკალურ სივრცეში ხდება. ფირებით მანიპულირება და მუტანტური ხმოვანების გენერაცია ამ ჩანაწერის მთავარი ასპექტია, თუმცა რას სხვებისთვის შეიძლება დამღლელი გამოცდილება იყოს, მუსიკოსებისთვის ეს თერაპიაა.

Jordan Blacksmith - Advert Music

დავით დათუნაშვილი, რომელსაც მსმენელი ჯერ Okinawa Lifestyle-დან, შემდეგ კი ბოლო წლებში პერსონალური ჩანაწერებით იცნობს 2019-2021 წლებში რეკლამებისთვის შექმნილი მოკლე მუსიკალური ჩანახატების კრებულს აქვეყნებს.



Anuka Kipshidze – Ali

ანუკა ყიფშიძე აქტიურად მუსიკალურ სცენაზე სულ რამდენიმე თვეა რაც გამოჩნდა - მისი სადებიუტო ალბომი ამ წლისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. რაც შეეხება ახალ სინგლეს “Ali” მისი მუსიკალური გზის გაგრძელებაა - ქაოტურობა და სიმშვიდე ასე ახლოს და ერთიანად აქამდე არასდროს ყოფილა ასეთი სასიამოვნო.




VAQO – Tamashebi

ვახტანგ ქანთარია იგივე VAQO აგვისტოში ახალი სინგლით „თამაშები“ დაგვიბრუნდა, რომელიც სიმღერის 3 განსხვავებულ ვარიაციას მოიცავს.

;


NUDIST HI - SEE MY HEART, I DECORATE IT LIKE A GRAVE

ეს ახალი ბენდი ქუთაისიდან პოსტ პანკის, Coldwave-ისა და New Wave-ის ზღვარზე გადის, მათი სადებიუტო EP-ცშესაბამის პირქუშ ატმოსფეროს გვთავაზობს

;

მსგავსი ბლოგები