ივნისის ქართული მუსიკა

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

11 ივლისი, 2024

10 წუთის წასაკითხი

65 ნახვა

Levan Shanidze - 1​/​7

ლევან შანიძე ის ქართველი მუსიკოსია, რომლის შემოქმედებაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩემთვის პირადად ერთ-ერთი საინტერესო იყო. მიუხედავად იმისა რომ ბოლო პერიოდში მისგან ნაკლები საჯარო აქტივობა შეინიშნებოდა, ივნისში 2 ტრეკიანი სინგლი გამოუშვა, რომელი წინა ნამუშევრებისგან განსხვავდება, უფრო საგიტარო ემბიენთისკენ იხრება, თუმცა არც ისე მონოტონურია როგორც ამ სტილის მოყვარულებს ახასიათებთ.

9EYE - Tushuri Edge

9EYE ქართველი მუსიკოსის და ინსტრუმენტალისტის, გიორგი ლაღიძის პროექტია. მინი ალბომი „Tushuri Edge” თუშეთის და მისი ეროვნული პარკის გადარჩენის იდეა ეძღვნება, სადაც დღემდე არ არის ელექტროენერგია ხელმისაწვდომია. 4 ტრეკში ელექტრონული მუსიკის თანხლებით გაშლილია თუშური ფოლკლორი, ისე რომ არ არის კიტჩური და მოსაბეზრებელი.



Tamada - 9 Deadly Sins For Tamada

ლაშა ჩხაპელიას იგივე თამადას მუსიკა ქართველი მსმენელის წინაში აქტიურად პანდემიის პერიოდში გამოჩნდა. სწორედ მას შემდეგ გახდა პოპულარული მისი შემოქმედება, გადაავსო უამრავი სივრცე, გამოუშვა ჰიტად ქცეული სიმღერები. ივნისში კი თამადას კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოიხაზა - მისი მეორე ალბომი გამოვიდა, თანაც კონცეპტუალური, რომელიც 9 მომაკვდინებელ ცოდვას ეხება. 9 სიმღერის ფარგლებში, მუსიკოსი საკუთარ პერსონალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით ცალკ-ცალკე ეხება აღნიშნულ ცოდვებს.

Saphileaum – Mirage

ანდრო გოგიბედაშვილის მორიგი ალბომი „მირაჟი“ მისთვის დამახასიათებელ ტრიბალურ სტილშია, გადაწყვეტილი, რომელიც რიტმული ჩანართების და პერკუსიების დახმარებით სწორედ ტროპიკულ ჯუნგლებისა და სანაპიროების სურათს გვიხატავს.



Toke​-​Okeok

Acid Techno-სა და ელექტროს ჟღერადობებითაა გაჟღენთილი თბილისელი პროდიუსერის, Toke-ს ახალი EP “Okeok”, რომელმაც დეტროიდელი Drexciya-ს 90-იაინი წლების ხმოვანება მომაგონა.

Nikusha Sirbiladze - Through the Valley of the Winds

ნიკუშას მუსიკასთან უკვე ბევრი თქვენგანი იქნება ფამილარული. ბოლო თვეებში აქტიურად ვისმენთ მის სოლო შემოქმედებასაც, რაც ძალიან მახარს, თანამედროვე ბრიტანული ჯაზით ინსპირირებული, მუსიკასაც შესაბამისს ქმნისს, სადაც თავის უნიკალურ ხმას დარწმუნებული ვარ მალე იპოვის.


Anman, Anuka Kipshidze – Vanilla

ანუკა ყიფშიძე და ანამარია ბურდული - კოლაბორაცია რომელიც გვსურდა, თუმცა ამის შესახებ არ ვიცოდით. თანამედროვე ქართული მუსიკის ორი ექსტრავაგანზა დაკავშირდა და მუსიკაც შესაბამისი გამოვიდა. ცუდი არ იქნებოდა საერთო ალბომზე ფიქრიც.

;

Powered by VISA

მსგავსი ბლოგები