ივნისის ქართული მუსიკა | 2020
ავტორი: ჯაბა შავიშვილი >>
6 ივლისი, 2020 >>
14 წუთის წასაკითხი >>
10 ნახვა
V.A. - Vodkast Presents Krebuli
Vodkast Records თბილისელი მუსიკოსების კომპოზიციებისგან შემდგარ კრებულს აქვეყნებს, სადაც თითქმის ყველა მნიშვნელოვანი არტისტისგანაა მუსიკა, ვინც წლების განმავლობაში თბილისურ ელექტრონული მუსიკის სცენას ქმნიდა. კომპილაციის მთავარი იდეა პანდემიის ჟამს დაზარელებული მუსიკოსების დახმარებაა.
Marquess Evergreen - Forest Tale
თბილისელი არტისტი, ანდრო გოგიბედაშვილი, Marquess Evergreen-ის ფსევდონიმით ახალ ალბომს, “Forest Tale“-ს აქვეყნებს, რომელიც ემბიენთისა და მედიტაციური მუსიკის ფონზე, ილუსტრირებულ ზღაპარს „სიმშვიდის პრინცისთვის“ ქმნის ფონურ მუსიკას. ილუსტრირებული ზღაპარი შეგიძლია ნახოთ შემდეგ ბმულზე, პარალელურად კი რეკომენდირებულია ალბომის მოსმენაც.
Gacha Bakradze - Adonais: An elegy on the Death of John Keats
ქართველი მუსიკოსი, გაჩა ბაქრაძე ახალ ნაწარმოებს აქვეყნებს. 43 წუთიან მუსიკალურ კომპოზიციას ინგლისელი რომანტიკოსი პოეტის, პერსი ბიში შელის მიერ, მეგობარ, ასევე რომანტიკოს ჯონ კითსის ხსოვნის მიმართ მიძღვნილი ელეგია „ადონაისი“ უდევს საფუძვლად, რომელსაც ნინა მაზოდირი კითხულობს.
Rydeen - Ave To Lizard
თბილისელი პროდიუსერი და DJ, დათუნა დგებუაძე aka Rydeen ახალ ჰაუს EP-ს Ave To Lizard-ს აქვეყნებს, 4 კომპოზიციისგან შემდგარი რელიზი, ჯაზური ჩიკაგო ჰაუსითაა ინსპირირებული.
Misho Eliava – 100 Day Beat Challenge
მუსიკოსი, პროდიუსერი და ბითმეიქერი, MokuMoku-ს წევრმა მიშო ელიავამ, 100 დღიანი მუსიკალური გამოწვევა დაასრულა, რომლის ფარგლებში ყოველდღიურად ერთ ბიტს ქმნიდა.
დიმა დადიანი - ზესტაფონი
ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერი დიმა დადიანი, Leno Records-ზე ახალ ალბომს „ზესტაფონი“ აქვეყნებს. ალბომი 7 კომპოზიციისგან შედგება და ბრიტანული Bass მუსიკის გავლენებს განიცდის. მისი მოსმენა სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის Spotify-ზე და Apple Music-ზეა შესაძლებელი.
დანიელ ადიკაშვილი და ნიკა გაბაძე - Jimichoo
ჯაზ მუსიკოსებმა, დანიელ ადიკაშვილმა (დრამი) და ნიკა გაბაძემ (გიტარა) საერთო კომპოზიცია, „Jimichoo“ გაავრცელეს, რომელიც აგვისტოში, მათი პირველი საერთო EP-ის ნაწილი იქნება. ორივე მათგანი ქართული ჯაზ მუსიკის ახალი თაობის წარმომადგენელია.
Mush One - კოსმიური ტოპიარი
ჰიპ-ჰოპ კოლექტივ Digmassive-ის წევრი, Mush One ახალ EP-ს აქვეყნებს. „კოსმიური ტოპიარი“ 5 კომპოზიციისგან შედგება და როგორც რითმულად ასევე მუსიკალურად, Mush One-ის პირველ ალბომებთან მიმართებაში ექსპერიმენტულობით ხასიათდება.
Killages – Killa (Bloody Moon Crew)
2016 წელს, რუსთავში ჩამოყალიბებულმა ბენდმა Killages ახალ კომპოზიციას Killa (Bloody Moon Crew)-ს აქვეყნებს, რომელიც ელექტრონული ბიტებითა და ჰიპ-ჰოპ რეჩიტიტავისგან შედგება, ჯგუფის ახალი ალბომი მალეც იხილავს დღის სინათლეს.
Ana Jikia - freezing of the universe, splitting of the sun
ქართველი მუსიკოსი, კოლექტივ Blue Yogurt-ის წევრი ანა ჯიქია ახალ ალბომს „freezing of the universe, splitting of the sun“ აქვეყნებს, სადაც მუსიკას კოლაჟური, ექსპერიმენტული სახე აქვს.
Mind Static - Pitch It Up Or Down
ქართველი პროდიუსერი, რეზი დოლიძე იგივე Mind Static ახალ სამტრეკიან EP-ს, აქვეყნებს, რომელიც ტექნოს, ელექტროსა და ატმოსფერული ემბიენთის ტექსტურებზეა დაშენებული.
Irakli Chantladze – ორომტრიალი
ქართველი მუსიკოსი ირაკლი ჩანტლაძემ ახალ კომპოზიციაზე დაასრულა მუშაობა, რომელიც კონკრეტული მუსიკის ელემენტებითაა სავსე. ჩანაწერში „ორომტრიალი“ გამოყენებული აკუსტიკურად ჩაწერილი ხმები, რომლებიც ხმოვანი მანიპულაციის შედეგად, ისე არის დალაგებული რომ ხმის პირვანდელი წყაროს ცნობა შეუძლებელია.
კოლექტივი - საპატიო ადგილი
ჯგუფ Bedford Falls-ის წევრების მიერ ჩამოყალიბებულმა მუსიკალურმა პროექტმა „კოლექტივი“ ახალი სინგლი „საპატიო ადგილი“ გაავრცელა.