აპრილი-მაისის ქართული მუსიკა
ავტორი: ჯაბა შავიშვილი >>
26 ივნისი, 2024 >>
10 წუთის წასაკითხი >>
42 ნახვა
Ninshū - Presence LP
ქართველი მუსიკოსი, დიჯეი და პროდიუსერი, ლევან ქათამაძე, სასცენო სახელით Ninshū მეორე ალბომს უშვებს იტალიურ ლეიბლზე Blessed Cross Records. „Presence” 12 ტრეკისგან შედგება და მუსიკალური სტილი organic house-დან downtempo-მდე ვარირებს. ალბომის კარგად აჩვენებს ლევანის, როგორც მუსიკოსის პროგრესს და გზას, რაც მან პირველი ალბომიდან განვლო.
LoudSpeakers - როგორ გავძლებთ აქ?
პოპულარული ქართული მუსიკალურ ბენდი LoudSpeakers ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ახალი სინგლით „როგორ გავძლებთ აქ?“ ეხმაურება და პასუხსაც თავად გვაწვდის - რა თქმა უნდა ერთობით.
Nikakoi - შენтыmental
ნიკა მაჩაიძეს წარდგენა არ ჭირდება. Nikakoi-ს სახელით, 2003 წელს გამოცემული ალბომი „შენтыmental“ ამჯერად ფირფიტის ფორმატზე, „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ ლეიბლზე გამოვიდა.
Erekle Deisadze – DE-BUSH
ერეკლე დეისაძე მცირედი შესვენების შემდეგ ახალი სინგლითა და კლიპით უბრუნდება მსმენელს. „De Bush” მუსიკოსისთვის დამახასიათებელი სოციალური გზავნილებითაა გაჯერებული და მუსიკალურ ვიდეოსაც საინტერესო განვითარება ახლავს თან.
Chaos in the Attic - Mystic Writings
დინამიური თანამედროვე ჯაზ დუეტის ახალი ჩანაწერი ისევ პოზიტიური და ნათელი მელოდიებითაა სავსე. მომწონს მათი ნაყოფიერება და დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ცოცხლად შესრულებასაც.
Qaji Todia - Fullmetal Georgia
Bedford Falls-ის ფრონტმენი, დათო ჯიქია aka Qaji Todia თავის სადებიუტო სოლო ალბომს აქვეყნებს. Fullmetal Georgia კონცეპტუალური ნამუშევარია, რომელიც საქართველოს უახლეს წარსულს ნაწილობრივ ირონიულ, თუმცა ჯამში რეალური კონტექსტით გვიყვება.
If Strangers - In Sync
If Strangers-ის პროექტი “შემოქმედებითი განათლების სტუდიის“ და მასთან ასოცირებული CES Records-ის ფარგლებში მოქმედებს. 2 თვის განმავლობაში, მუსიკოსთან განსხვავებული შემდგენლობა ერთად კოლაბორაციული ნამუშევრებს ქმნიან - ფორმატი საკმაოდ უნიკალური და ნაყოფიერია - რისი შედეგიცაა მათი რიგით მესამე ნაკრები „In Sync”.
Killages – Giaz
Killages აპრილში მსმენელს ორი ახალი სინგლით დაუბრუნდა. ერთ-ერთია „Giaz” - პოზიტიური და ენერგიული პოპ-როკ სიმღერა, რომლითაც ბენდი მათი მუსიკალური სტილის მრავალფეროვნებას კიდევ ერთხელ გვაჩვენებს.
Newa – Equilibrium
Bassiani Records ანა კუბლაშვილის, იგივე Newa-ს ახალ EP-ს აქვეყნებს. „Equilibrium“ 4 კომპოზიციისგან შედგება, რომლებიც პანდემიის პერიოდში ჩაიწერა. მუსიკალურად აქ ანასთვის დამახასიათებელი აქტიურ, ჰიპნოტურ რიტმულ სექციებს შეხვდებით, ბრიტანული ტექნოსა და ტრანსის საინტერესო შეხამებით.
MINDORI - Vol. 2
Toysop Records არ ჩერდება და პროექტ “Mindori”-ის რიგით მეორე ჩანაწერს აქვეყნებს. ტრადიციულად ეს ცოცხალი იმპროვიზაციული ჯემია. რომელშიც მუსიკოსთან შემდეგი შემადგენლობა იღებს მონაწილეობას: ავთო გიგინეიშვილი, ლევან ჯავახიშვილი, არჩილ ქელბაქიანი, ვაჟა ბექაური და მარიამ ჭოველიძე, რომელიც ეროვნულ ორკესტრის წევრიცაა.
Nikusha Sirbiladze - Through the Valley of the Winds
ნიკუშა სირბილაძე ქართველი მუსიკოსია რომელიც მსმენელმა Chaos In The Attic-ის წევრად გაიცნო. მორიგ სოლო მინი-ალბომში ნიკუშას მუსიკა ჯაზ-ფიუჟენი დან იწყება და დიაპაზონი ელექტრონულ მუსიკასაც წვდება. იგრძნობა Kamaal Williams-ისგავლენა.
Body Calculate - The Midnight Hour
Body Calculate-მა გოთიკური პოსტ-პანკისა და დარქვეივის ჟარნში გამოუშვა ახალი კომპოზიცია, რომელშიც პირდაპირ იგრძნობა 80-იანი წლების ბერლინის ხასიათი და გავლენა.
Tashi - Tashi 2
სრული ელექტრო-აკუსტიკური ქაოსი იგრძნობა Tashi-ის მეორე ალბომში. აღნიშნული პროექტი Toysop Records-ის ფუნქციონირებს და მის შემადგენლობაში შედიან: ლევან ჯავახიშვილი, ვაჟა ბექაური და არჩილ ქელბაქიანი.
Tamada - Pachi-Puchi + Pranchia
თამადა აგრძელებს დაწყებულ მუსიკალურ გზას და მაისში ახალ სინგლს გვიზიარებს, რომელიც 2 ტრეკისგან შედგება. სინგლი Alt Orient-ის ლეიბლზე გამოვიდა და ტრადიციულად საგიტარო პარტიებზე ლექსო რატიანი ამაგრებს ზურგს.
zesknel - moveal ways
mind controlled rectifier-ის ლეიბლზე ქართველი პროდიუსერის, zesknel-ის ალბომი გამოვიდა. აბსტრაქტული და მოუხელთებელი რიტმული სექციები მისი მუსიკისთვის დამახასიათებელია და სწორედ ასეთია ახალი რელიზიც. რელიზის გაყიდვიდან შემოსული თანხა თბილისში, დემონსტრაციების მხარდამჭერ ფონდს მოხმარდება.
SAMART[L]EBELI - Heilung
"სამართ[ლ]ებელი"-ის პირველი EP-ი, საინტერესო ინსტრუმენტალითა და მძიმე ჟღერადობით.
GEORGINA BEASTLY - We Are Not Hippies
აღნიშნული პროექტი გამორჩეულია იმით რომ თითქმის ყველა მათ იმპროვიზაციულ ცოცხალ შესრულებას იწერენ და შემდეგ უკვე დაჭრილი სახით ალბომად უშვებენ. სწორედ ასეთია ეს ჩანაწერიც, რომელიც დედაენის ბარში მათ მუზიცირებას აღწერს.
Powered by VISA