აგვისტოს ქართული მუსიკა | 2020
ავტორი: ჯაბა შავიშვილი >>
31 აგვისტო, 2020 >>
15 წუთის წასაკითხი >>
12 ნახვა
Non fui – madeleine
ჯერ ჩემთვისაც ანონიმური მუსიკოსის ალბომი, ძირითადად აკუსტიკური, სახლის პირობებში ჩაწერილი ქართულენოვანი indie-folk მომენტებით.
Daniel Adikashvili & Nika Gabadze - Back Home
ახალგაზრდა ჯაზ მუსიკოსების დანიელ ადიკაშვილი (დრამი) და ნიკა გაბაძის (გიტარა) კოლაბორაციული EP. აქ მუსიკოსები არ ჯერდებიან სტანდარტული ჯაზ მუსიკის ჩარჩოებით და ერთმანეთს აკავშირებენ თავისუფალ იმპროვიზაციას და ელექტრონულ მუსიკას, რაც მთავარია ამ ყველაფერს მაინც ჯაზი უდევს.
Luckythirteen - Metanoia
ეს EP თბილისში მოღვაწე ელექტრონული მუსიკის ახალგაზრდა პროდიუსერს ეკუთვნის და ქალაქში დაფუძნებული ტექნო ლეიბლის TSEKHI-ის მესამე რელიზია, ძირითადად ტრანსის და ტექნოს გადაკვეთაზე, ერთ-ერთ კომპოზიციაში კი სტილისთვის განსხვავებულად, ფონად გალაქტიონ ტაბიძის ლექსია გამოყენებული.
Tamada - Cru
თამადა ამჯერად ბერლინში მოღვაწე ქართველი მუსიკოსის, ლაშა ჩხაპელიას (ცნობილი როგორც Lasha Chapel) ახალი პროექტია, რომელიც ელექტრონულ მუსიკას და ქართულ დარდიმანდულ სიმღერებს აკავშირებს. პირველი სიმღერა „Cru” უკვე ხელმისაწვდომია, რომელიც მომავალში ალბომში „Frühstück mit Tamada“ შევა.
Gacha Bakradze - Western Arrogance
ქართველმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა, გაჩა ბაქრაძემ გერმანულ ლეიბლზე „Die Orakel“ მინიალბომი „Western Arrogance“ გამოუშვა. 4 კომპოზიციისგან შემდგარ რელიზში, გაჩა IDM-ის, ბრეიქბიტისა და ელექტროს ნაზავ სინემატიკურ ტექსტურებს ქსოვს.
VA001 - Mind Controlled Rectifier
თბილისური ლეიბლი „Mind Controlled Rectifier“ პირველ კომპილაციურ ალბომს აქვეყნებს, სადაც ქართველი და უცხოელი ელექტრო, ტექნო და ჰაუს პროდიუსერების 19 ტრეკია თავმოყრილი.
Vulkanski - Rotten Auras
ქართული ტექნო მუსიკის ვეტერანმა, აჩი თაბუკაშვილმა Vulkanski-ს ფსევდონიმით ახალი ალბომი“ Rotten Auras“ გამოუშვა, რომელიც ასევე უცხოელი ტექნო პროდიუსერების Stanislav Tolkachev, Oliver Rosemann, Unhuman-ის რემიქსებს მოიცავს.
Katie Melua - Leaving The Mountain
ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავის, ქეთი მელუას ახალი სიმღერა, რომელიც მის ახალ ალბომში „'Album No. 8” შევა და 8 ოქტომბერს Leno Record-ზე გამოიცემა. როგორც ცნობილია ზაფხულში მუსიკოსი საქართველოსაც ეწვია და აჭარაში ალბომისთვის 2 მუსიკალური კლიპი გადაიღო.
HVL - სუნთქვა
ქართველი მუსიკოსი და DJ გიგი ჯიქია, Kaiji-ს ფსევდონიმით, ჩიკაგოურ ლეიბლზე „Kimochi Sound“ ახალ, 7 კომპოზიციისგან შემდგარ მინიალბომს „სუნთქვას“ აქვეყნებს. რელიზი ლეიბლისთვის დამახასიათებელ, ანალოგიურ ემბიენთ-ტექნო ჟღერადობაზეა მორგებული და ფირფიტაზე, ლიმიტირებული რაოდენობითაა ხელმისაწვდომი.
Koka ft. Airmax925 – Hypnagogia
ქართველი კომპოზიტორის და საუნდ არტისტის, კოკა ნიკოლაძის და მაქსიმე მაჩაიძის აუდიო/ვიდეო კოლაბორაცია, ვიდეო Max MSP / Jitter-ის დახმარებით კოკა ნიკოლაძემ შექმნა.
Sexy Bicycle - I Got You
ბარსელონაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსის, ნიკა ელიას, იგივე Sexy Bicyxle-ის ახალი კომპოზიცია და ვიდეო კლიპი რომელიც მის მომავალ EP-ში „Detectivesque“ შევა.
Psychonaut 4 - Beauyfall / სულდაცემა (2020)
ქართული Black Metal ბენდის ახალი ალბომი, რომელიც მხოლოდ ქართული სიმღერებისგან შედგება, აღსაღნიშნია რომ მსგავსი პრეცედენტი ძალიან იშვია ქართულ მეტალ ჯგუფებს შორის. ასე რომ საინტერესო ექსპერიმენტს უნდა ველოდოთ.
Reshio - Combat
თბილისელი DJ-ისა და პროდიუსერის, Reshio-ის ახალი 2 ტრეკისგან შემდგარი House EP.
Natela Svanidze - “Epitaphium“
სექტემბრის დასაწყისში CES Records განსაკუთრებულ რელიზს უშვებს. ქართველი კომპოზიტორის, ნათელა სვანიძის უნიკალური ჩანაწერები მზის შუქს იხილავენ. ერთ-ერთი მათგანი „“Epitaphium“ მოსკოვში, 1974 წელს, მელოდიის სტუდიაში Synthi – 100-ზე ექსპერიმენტირებისას არის ჩაწერილი. რელიზი ასევე მოიცავს ქართველი მუსიკოსების, HVL-ის, Mess_Montage-ის და თამო ნასიძის კომპოზიციებსაც მოიცავს.
MokuMoku – Lyre
ქართული ჯაზ/ფანკ/ჰოპ-ჰოპ ბენდის MokuMoku-ს ახალი კომპოზიცია და მუსიკალური ვიდეო, რომელიც მათ მომავალ ალბომში, სექტემბერში შევა. ჯგუფმა იგი საჯაროდ პირველად შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე შეასრულა.
დაგდაგანი - შენს ბაღში ხე (ft. Mari Sharman)
ქართული ჯგუფის, დაგდაგანის ახალი კომპოზიცია და ვიდეო კლიპი.
V.A Red Georgia Vol II - "We Are The Vineyard"
ფრანგულ ლეიბლზე, Red REC-ზე ქართველი არტისტების კომპილაციური ალბომი, :Red Georgia Vol.2“ გამოიცემა. ეს ამ სერიის მეორე მინიალბომია, პირველი გასული წლის სექტემბერში გამოიცა და S.V.R.A, Berika, Newa და Skyra-ს ტრეკებს მოიცავდა.