SoundID – Berika

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

3 ივნისი, 2020

10 წუთის წასაკითხი

8 ნახვა

Berika, SpaceJam92 - ეს მისი სასცენო სახელებია - ორივეს საკუთარი ისტორია და მუსიკალური მიმართულება აქვს. მართავს ლეიბლს IconTrax და მუდამ ცდილობს ხმებთან ექსპერიმენტირებას. ინტერვიუების ამ ახალი სერიის პირველ ეპიზოდში სწორედ ბერიკას მუსიკალური ID-ის გასაცნობად გიწვევთ.


სახელი:
ირაკლი

გვარი: ბერიკაშვილი

ასაკი: 27

პროფესია: პროდუსერი / მიქს ინჟინერი

საქმიანობა: ლექტორი 303 Hz-ში

ჰობი: Mixed Martial Arts , Gaming

რა იყო შენი პირველი მუსიკალური შთაბეჭდილება?

სხვადასხვა დროს სხვადასხვა პასუხი მაქვს ხოლმე ამ კითხვაზე, მაგრამ ყველაზე ღრმა ბავშობაში რითიც გავოცდი Queen-ის Bohemian Rhapsody და Earth,Wind & Fire-ის September იყო, რომელსაც "Fაია" ს ვეძახდი. ამ ორ კომპოზიციაზე შემიძლია მთელი დღე ვილაპარაკო დღესაც - ორივე სოლიდურ ადგილს იკავებს ჩემს საყვარელ სიმღერებში.

ტრეკი, რომლითაც ყოველ დილას სიამოვნებით დაიწყებდი

თუ რეჟიმში ვარ და დილით ადრე ვიღვიძებ, ვცდილობ, რომ ემოციურად დილიდანვე არ ავღელდე მუსიკის საშუალებით, მაგრამ თუ ამას ვაკეთებ ყველაზე ხშირად Jaco Pastorius-ის „John and Mary“ ის დახმარებით . ამ სიმღერაში რაღაც ჯაკოსეული უტოპიური სამყარო უკრავს და რაც უფრო ლამაზს ხდის ამ ტრეკს არის, რომ მისი შვილების სახელი ჰქვია, რაც ალბათ მისივე სამყაროს აფერადებდა , ყოველ შემთხვევაში მუსიკა ამის ინტუიციურ საშუალებას გვაძლევს.

ალბომი, რომელიც აქამდე ყველასთვის გენანებოდა, მაგრამ ახლა გააცნობ


Egyptian Hip Hop-ის „Good Dont Sleep“ - ბრიტანელი თინეიჯერების 2012 წლის ალბომი, რომელიც საკმაოდ არაკომერციული ჟღერადობის , Ethereal/Psychedelic/Progressive Pop Rock-ად შეგვიძლია აღვიქვათ, ეთნო აფრიკული ელემენტებით, უფრო კონკრეტულად აფრიკული რიტმით, დრამით და ბას გიტარით - ჩემთვის დღესაც ერთ-ერთი სანიმუშო ალბომია. ეს ჯგუფი ამ წელსვე დაიშალა. 7 წელი ველოდებოდი მათ ახალ ნამუშევარს , მერე reddit-ზე წავიკითხე, რომ აღარ აპირებდნენ არაფერს და დიდი ხნის დაშლილი იყო ჯგუფი, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინე Vinyl Williams და მისი ალბომი „Opal“ რომელიც გავს ჟღერადობით Egyptian Hip Hop-ს, თუმცა უფრო მსუბუქი და ეთერული ხასიათი აქვს. აქვე რეკომენდაციას ვუწევ ამ არტისტს და ალბომსაც.

პირველად შეძენილი რელიზი

The Eminem Show“ და Nirvana-ს „Nevermind“ იყო ჩემი პირველი CD-ები, მანამდე რამოდენიმე კასეტაც მქონდა შეძენილი, ძველი ქართული პროექტის, "ექსცესიის" ალბომი, რომელიც ცოტა Cypress Hill/Psycho Realm-ის სტილში Dark რეპი იყო - თან მეშინოდა და თუ მარტო ვიყავი, არ ვუსმენდი. ასევე ჯგუფ "სახე"-ს კასეტა, მგონი პირველი ქართული RnB,Pop და ცოტა Warren G ის გემოთი გამორჩეული ჯგუფი.

Love Song?

ბევრი შემიძლია ვთქვა. დიდი ხანია აღარ ვეტანები ეგეთ ემოციურ მუსიკას, მაგრამ Jericho Jones-ის „Kill Me With Your Love“, ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი სიმღერაა, რომელიც Royksopp-მა დასემპლა საკუთარ ჰიტში „What Else Is There“.

სენტიმენტალურ განწყობაზე რას უსმენ ხოლმე?

Sakamoto – “Async“ - ეს ალბომი როგორც მახსოვს საკამოტომ კიბოს დადგენის შემდეგ გააკეთა და სახელი "Async" ანუ ასინქრონი, წარმოვიდგინე როგორც ამ კონკრეტული მუსიკოსის დამოკიდებულება ცხოვრებასთან, ცხოვრების ხაზსთან ასინქრონში ყოფნასთან. პირადად ჩემი შთაბეჭდილება ასეთი იყო. შეიძლება ალბომი ამას სულაც არ მოიაზრებს, მაგრამ ალბომის ჯამური მელანქოლიური და bittersweet ტონი ჩემთვის ამის მანიშნებელია.

ჩემი "გოუ თუ", თუ სენტიმენტალურ განწყობაზე ვარ (წლებია აღარ ვარ მაგ ტალღაზე, მაგრამ როცა ინტენსიურად ვიყავი): Nine Inch Nails, Radiohead, Deftones, Alice In Chains, Nirvana და Coil. ამ ჯგუფებმა ჩემი იმდენი ემოცია წაიღო, პრინციპში ლოგიკურია, რომ ეს თავი დავხურე და სენტიმენტალურ მუსიკას აღარ ვეტანები.

ყველაზე მეტად ვისი ცოცხალი შესრულების ნახვა გინდა?

Tame Impala (პირველ ორ ალბომს თუ დაუკრავს), Psychic TV, King Gizzard & Lizard Wizzard, Jacob Collier, Skepta, Ninos Du Brasil, Nine inch Nails . . . ძაან ბევრი ცოცხალი შესრულების ნახვა მინდა . . .

რას უსმენდი ბავშვობაში/თინეიჯერობის პერიოდში რისი გახსენებაც ეხლა გრცხვენია?

პრინციპში ყველაფერი ძალიან სასარგებლო იყო ჩემთვის, რასაც ვუსმენდი და დიდად არ მრცხვენია. ბევრი ვიფიქრე ამ კითხვაზე :დ Radio.ge და Liza.ge-ზე დიდი დოზით ვუსმენდი Black Eyed Peas, Eminem მაგრამ ხომ ვერ ვიტყვი რო მცხვენია :)

რომელ ინსტრუმენტზე ისწავლიდი დაკვრას სიამოვნებით?

ბას გიტარაზე. ახლა ღილაკი რომ მქონდეს და ერთი დაჭერით ინსტრუმენტს რომ ვსწავლობდე, არც დავფიქრდებოდი ორჯერ. ჯაკო პასტორიუსი და პინო პალადინო - ეს ორი ადამიანი გარდამტეხი იყო ბას გიტარის ისტორიაში, უკვე შემდეგ აღმოვაჩინე კოლინ გრინვუდი (Radiohead) და Thundercat - ძირითადად ამ ადამიანებმა განაპირობეს ჩემი დამოკიდებულება ბას გიტარისადმი.

მუსიკალურ ინდუსტრიაში რომელი ბენდის/შემსრულებლის დაბრუნებას ისურვებდი?

მაიკლ ჯექსონს ქუინსი ჯონსის პროდაქშენით. დღევანდელი პოპ მუსიკა ისეთი ბანალურია და არამუსიკალური, ვისურვებდი მაიკლი ჯექსონის Prime-ს.

Track that makes you happy?

ბევრი შემიძლია რომ ჩამოვწერო: Tyler The Creator-ის „48“, Level 42-ის „Starchild“...

ტექსტის თვალსაზრისით, რომელი ტრეკს შემოგვთავაზებდი და რატომ?

King Gizzard & Lizard Wizard-ის „Murder of the Universe“. მთელი ალბომის მანძილზე მიდის ნარატივი და მისამღერი. ძალიან საინტერესო ისტორიაა თუ მოუსმენთ - ჩემთვის უპრეცენდენტოა.

ასევე Pink Floyd-ის Echoes-იდან ციტატა:

And no one called us to the land

And no one crosses there alive

No one speaks and no one tries

No one flies around the sun

ჩემთვის ერთ-ერთი მისტიური ექსპედიციაა პინკ ფლოიდის კაპიტნობით. 1970-1975 წლებში ამ ჯგუფმა საკმაოდ მისტიური გზა გაიარა, პერიოდულად ვხვდებით ხოლმე, გვიან ალბომებში მინიშნებებს, რაზეც ეხლა ვერ მოგიყვებით.

კლასიკური მუსიკიდან?

კლასიკური ან საორკესტრო მუსიკა ჩემი ისეთივე ნაწილია, როგორც სხვა დანარჩენი. ასე რომ ბევრს ვერ გამოვყოფ აქაც - გია ყანჩელის „Amao omi“ და „სტიქსი“. რაველის „Daphnis et Chloe“ (Daybreak, ამ ნაწარმოებს კახიძის ცენტრში მოვუსმინე შემთხვევით და ეგეთი ინტენსიური შეგრძნებები ცოტა მახსენდება), ბახის - მათეს პასიონები 47-49.

ქართული სიმღერა, რომელსაც ეხლა უკვე ჩაკრულოს ნაცვლას გაუშვებდი კოსმოსში

Kayakata-ს ზოგი ტექსტი საკმაოდ კარგი კანდიდატი მგონია, მიუხედავად იმისა, რომ როგორც რეპი ისე გვევლინება, ბევრისთვის არასერიოზულია, განცალკევებული ტექსტები საკმაოდ ტევადია - One can dig it deep.

მუსიკოსი, რომელიც ყველაზე მეტად არის „შენიანი“?

Daniel Lopatin იგივე Oneohtrix Point Never, Mac DeMarco - არც ერთს არ ვიცნობ, მაგრამ დისტანციური ქიმიით და ინტუიციით ესე მგონია.

შემაჯამებელი მუსიკალური რეკომენდაცია ჩვენი მკითხელისთვის

მუსიკა გზაში

უფრო პოდკასტებს ან აუდიო წიგნებს ვუსმენ გზაში, მაგრამ მატარებელში Herbie Hancock-ის 1970-1980 პერიოდის ალბომებზე მალე გადის დრო.

მსგავსი ბლოგები