TESSARACT
ავტორი: სოფი წერეთელი >>
14 დეკემბერი, 2019 >>
10 წუთის წასაკითხი >>
11 ნახვა
4DSOUND სისტემა, რომლითაც Monom-ის ერთ-ერთი სივრცეა აღჭურვილი, რიგითი საკლუბო განწყობისგან განსხვავებული შთაბეჭდილების მიღების საშუალებას იძლევა - ხმა, განათება, ვირტუალური თუ აუგმენტური რეალობა როგორც არტისტს, ასევე მსმენელს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს. როგორც პროექტის სულის ჩამდგმელები ამბობენ, ამ კომბინაციის მიზანი ბგერის, როგორც მატერიალური მოცემულობის მანიფესტაციაა, სადაც ხმა არა მხოლოდ გესმის, არამედ მას სრულყოფილად განიცდი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ კონტექსტში Reso Kiknadze, Nikakoi, Post Industrial Boys, Giorgi Koberidze, Ika, Zaz და Nakashidze-ს მოსმენაა შესაძლებელი.
წყარო: themuddshow
ფოტო: Sam Sesemannn
„ძალიან გვიხარია, რომ პირველივე ღონისძიებას ასეთ განსაკუთრებულ ადგილას ვაკეთებეთ, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს ლეიბლის ორიენტაციას და მუსიკალურ გახსნილობას. არ არის აუცილებელი, რომ ლეიბლი საკლუბო მიმართულებაზე იყოს ორიენტირებულები, ჩვენ ღია ვართ ექსპერიმენტებისთვის.“
ლუკა ნაკაშიძე
4DSOUND სისტემით დაკომპლექტებულ სივრცეში 3 ლაივ შესრულება შედგება. შოუქეისის ფარგლებში თავად ლეიბლის დამფუძნებლების გარდა, რეზო კიკნაძისა და თორნიკე მარგველაშვილის, იგივე Mess_Montage-ს მუსიკა გაჟღერდება.
„საქსაფონის 4D საუნდზე გაჟღერება ძალიან საინტერესოდ ჩავთვალეთ, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ რეზო კიკნაძის ამ პროექტში ჩართვა ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა. მე და Cobert ამ სივრცეში დაკვირსთვის თავიდანვე ვემზადებოდით.“
ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდში ჩასახული იდეის რეალურ განხორციელებამდე მიყვანა ძალიან რთული პროცესი იყო. მიუხედავად Monom-ის მიერ გამოხატული ინტერესისა, სწორი არტისტების შერჩევა და ამდენად სპეციფიკური ვენიუს ადაპტირება მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა.
„მე და კობერტმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის და სივრცისთვის დავწერეთ მუსიკა, გვინდოდა ამ კონტექსტისთვის მაქსიმალურად შესაფერისი საუნდი გვქონოდა, რადგან 4DSOUND-თან მუშაობა ძალიან ძნელია. ეს თითქოს მომავლის საუნდია, ჩვენ კი წარსულის ადამიანები ვართ. ამიტომ მისი დატესტვა ძალიან საინტერესო პროცესია.“
ლუკასთვის ეს ღონისძიება იგივე დანიშნულებას ატარებს, რასაც თავად ლეიბლი: მსმენელის ტეზარაქტში ჩაგდება. ამ პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ სივრცეში როგორ ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერები, ასევე ახალი თაობის არტისტებიც მოხვდნენ.
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში