სადაც ჯაზი და ჰიპ-ჰოპი ერთმანეთს ხვდება: ნაწილი 6

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

1 მარტი, 2020

15 წუთის წასაკითხი

5 ნახვა

1878 წელს, თომას ედისონმა პირველად დააპატენტა “ხმის ჩაწერისა და მოსმენის მოწყობილობა“ და მას ფონოგრაფიუწოდა, ბგერა იწერებოდა ლილვაკზე შემოხვეული მემბრანასთან დაკავშირებული ნემსით, კილიტის ზედაპირს ნემსი კაწრავდა, ბგერათა აღწარმოების დროს ღარში მოძრავი ნემსი ირხეოდა და მასთან დაკავშირებული მემბრანა ბგერას გამოცემდა.

ჩამწერი მედიუმის ბუნებიდან გამომდინარე, ხმის ხარისხი ცუდი იყო, ედისონისთვის იმ პერიოდისთვის უცნობი იყო, რომ ისეთ ტექნოლოგიას ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც ლიმიტებიც კი არ გააჩნდა. მომავალი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ეს ტექნოლოგია სხვადასხვა ადამიანების მიერ იხვეწებოდა და თავის ევოლუციურ ხაზს გადიოდა.

1939 წელს ჯონ კეიჯმა ჩაწერა “Imaginary Landscape No. 1” - კომპოზიცია, რომელიც შეიქმნა ორი ფირსაკრავის დახმარებით, რომლებზეც სატესტო ტონალობები და ხმები სხვადასხვა სისწრაფით იკვრებოდა. ერთი წლის შემდეგ ფრანგმა მუსიკალურმა ინჟინერმა პიერ შეფერმა ექსპერიმენტის წყალობით მიაგნო „დაკეტილ არხს ფირფიტაზე“ და და ამით მიღწეულ ე. წ. „რგოლის“ (loop - უსასრულოდ განმეორებადი ჟღერადი ფრაგმენტის) ტექნიკას, ასე რომ გავრცელდა მოგვიანებით და ინსტრუმენტულ მუსიკაშიც რომ გაიკვალა ისევ გზა. ამ ტექნიკამ რამდენიმე ათეული წელი კიდევ სხვა ექსპერიმენტების ქვეშ გაიარა, სანამდე ჰიპ-ჰოპამდე მოაღწევდა.

ტექნოლოგიურმა და მუსიკალურმა ინოვაციამ, რომელიც 1970-იანი წლებიდან ხდებოდა, ჰიპ-ჰოპ მუსიკას მისცა შანსი დომინირებულიყო შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. ამ პერიოდში Technics-მა გამოუშვა თავისი MK II ვერსია, ფირსაკრავების სერიიდან SL 1200, რომელიც წინა ვერსიისგან განსხვავებით შესაბამისი მახასიათებლებით. უკვე მთლიანად DJ-ზე მორგებული მოწყობილობა იყო.

ამავე პერიოდში გამოჩნდა პირველი ჩანაწერებიც, რომელიც სრულად წარმოაჩენდა იმ სხვადასხვა ტექნიკურ ასპექტს, რომლითაც DJ-ს შეეძლო მანიპულაციის მოხდენა ფირსაკრავების მეშვეობით.

1975 წლისთვის ნიუ იორკში ახალგაზრდა დამწყები დიჯეი Grandwizard Theodore საკუთარ სახლში მუსიკას უსმენდა, როდესაც დედამ ოთახში შემოაბიჯა და ხმის დაწევა სთხოვა, ამ მომენტში თეოდორმა ფირფიტა თითებით უკან დაატრიალა და ასე ცდილობდა კომპოზიციის თავდაპირველი მონაკვეთი დაებრუნებინა - ასე შეიქმნა სკრეჩინგის პრიველადი, ე.წ. baby scratch ტექნიკა. 

წლიდან წლამდე უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა ფირსაკრავით ჩანაწერის მანიპულაციის ტექნიკა და იზრდებოდა ჩართული ადამიანთა რიცხვი ადამიანთა რიცხვი.

1985 წელს გამოდის Knights Of The Turntables-ის (რომელიც პირველ DJ დაჯგუფებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ) კომპოზიცია “Techno Scratch”, სადაც ჰიპ-ჰოპისა და ელექტრო მუსიკის გადაკვეთა კიდევ ერთხელ აღინიშნა.

ჯგუფი Run DMC და მათი დიჯეი Jam Master Jay (R.I.P.)მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ 80-იან წლების ჰიპ-ჰოპის შუაგულში დიჯეის როლის წამოწევაში, Jam Master Jay არამხოლოდ მუსიკალურ, არამედ სანახაობრივ ასპექტსაც მატებდა ჯგუფის შოუს.

Double Dee & Steinski-ის „Lesson” სერიები ჰიპ-ჰოპ დიჯეების კონცეფციას იყენებდა, თუმცა სრულიად სხვა მედიუმის (კასეტების) დახმარებით, ეს სემპლინგის ტექნოლოგიამდე წლებით ადრე ხდებოდა. ადრეული კომპოზიციების „ჭრისა და კერვის“ მეთოდი პირდაპირი მემკვიდრე იყო იმისა, რის მიღწევასაც თავდაპირველი ბრონქსის ჰიპ-ჰოპ დიჯეები ცდილობდნენ. Coldcut-ის „The Music Maker” ამ მეთოდის გამოყენების ნათელი მაგალითია.

1980-იანი წლების კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტი დიჯეებს შორის შეჯიბრებები იყო. 1985 წელს Disco Mix Club (DMC)-ის ინიციატივით პირველად ჩატარდა მსოფლიო DMC ჩემპიონატი დიჯეებს შორის. მალე ეს გახდა პლატფორმა Turntablism-ის კულტურის განსავითარებლად. 1986 წელს DJ Cheese-მა სწორედ სკრეჩინგის და ბით ლუპინგის ტექნიკების დამხარებით გახდა ჩემპიონატის გამარჯევებული.

თეოდორის მიერ აღმოჩენილი სკრეჩის ტექნიკის შემდეგ, მხოლოდ დროის საკითხი იყო ამ ტექნიკის სხვა ვარიაციების გამოჩენაც. 1986 წელს, ერთ-ერთ მუსიკალურ შეჯიბრში გამარჯვების შემდეგ, DJ Jazzy Jeff პირველი იყო, რომელმაც საზოგადოებას განახლებული „Transformer Scratch“ ტექნიკა წარუდგინა, რომელსაც პოპულარული საბავშვო ანიმაციის გამო ეწოდა, სადაც რობოტები საკუთარი ფორმის ცვლილების დროს გარკვეულ ხმემბს გამოსცემდნენ.

ამავე პერიოდში „საუნდ არტისტმა“ კრისტიან მარკლეიმ,საკუთარ ალბომში წარმოადგინა ფირსაკრავის, როგორც ცოცხალი მუსიკალური კაფსულის კონცეფცია, რომლის ხმოვანებაც მუდამ იცვლება დროის, სკრეჩის თუ სხვა მახასიათებლების გავლენით. მარკლეიმ ორიგინალი კომპოზიციები (მათ შორის ჯიმი ჰენდრიქსის, ჯენის ჯოპლინის, შტრაუსის და ა.შ) გამოიყენა და მათზე ექსპერიმენტირებით სრულიად განსხვავებული ერთიანი აუდიო კოლაჟი მიიღო.

80-იანი წლების ბოლოსთვის, სემპლინგის ახალი ტექნოლოგიის წყალობით ნელ-ნელა ინდუსტრიაში ჩნდებოდა კითხვა თუ რამდენად მყარი იქნებოდა DJ-ის მომავალი როლი (როგორც მუსიკოსის) ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში.

ჰიპ-ჰოპ კულტურის მეინსტრიმში ამოსვლასთან ერთად DJ კულტურამ დაკარგა საკუთარი ავთენტური როლი ჰიპ-ჰოპ მუსიკაში, თუმცა მეორე მხრივ კულტურის მოყვარულთა ხარჯზე დაიწყო სპეციფიკური სუბ-კულტურის Turntablism-ის აღზევება. მას შემდეგ რაც მთლიანად ჰიპ-ჰოპ კულტურამ გაყოფა დაიწყო დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებად, შესაბამის რეგიონებშიც Turntablism-ის სცენამაც ორ განსხვავებულ DJ დაჯგუფებაში ნახა დასაყრდენი Invisibl Scratch Piklz (სან ფრანცისკოში) და X-Men (ნიუ იორკში).

ჰიპ-ჰოპ დიჯეინგმა ღრმად ანდერგრაუნდ კულტურაში იპოვა საკუთარი თავი, შესაბამისად მედიაში და ჩანაწერებში მისმა როლმა იკლო, ერთ-ერთი გამორჩეული გამონაკლისი კი 1991 წელს გამოსული ფილმი „Juice“ იყო - ფილმის ერთ-ერთი თემა DJ Gee Q-ის მცდელობა იყო დიჯეი შეჯიბრებაში თავი წარმოეჩინა.

მას შემდეგ რაც კლიმატი ჰიპ-ჰოპ კულტურაში დიჯეების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, მნიშვნელოვანი ხდებოდა ისეთი ინიციატივების როლი როგორიცაა DMC და New Music Seminarდიჯეი შეჯიბრებები - მათ ხელი შეუწყვეს დიჯეებს შორის კონკურენციას, რამაც მუსიკაში სრულად ახალი ტექნიკების აღმოჩენის შესაძლებლობა გააჩინა. ამ პროცესს სათავეში ერთი ადამიანი ედგა, რომელიც შემდგომი დეკადის განმავლობაში Turntablism-ის სახელთან პირდაპირ გახდა ასოცირებული - DJ Qbert.

DJ Flare-ის მეშვეობით, 1992 წლისთვის კიდევ ახალი ტექნიკა შეემატა ფირსაკრავით მანიპულაციის კულტურას.


„ვფიქრობდი თუ როგორ მიმეღწია განსხვავებული ტექნიკისათვის, გამიგია Transfermer-ზე და სხვებზეც, მაგრამ ეს ყველაფერი არც თუ ისე სწრაფი იყო, მე რეალურად ბევრად სწრაფი ტექნიკის შექმნა მსურდა.“

ამავე წელს DJ Qbert, Mix Master Mike და DJ Apollo გაერთიანდნენ და Rocksteady DJ’s ჩამოაყალიბეს - „All Star” დაჯგუფება, რომელმაც აშშ და მსოფლიო DMC ჩემპიონატები მოიგო.

პარალელურად ნიუ იორკში ზემოთ ნახსენები X-Men-ის დაჯგუფება საკუთარ მიღწევებს ითვლიდა, როდესაც სრულიად ახალი ტექნიკა „Beat Juggling” გამოიგონეს. 90-იანები წლების პირველი ნახევრიდან კულტურაში უკვე აქტიურად ჩნდება DJ ჯგუფების ფენომენი - The World Famous Beat Junkies-დან Bullet Proof Scratch Hamsters-მდე.

ამავე პერიოდში გამოდის დოკუმენტური ფილმი “Battle Sounds” რომელმაც თაობებს შემოუნახა Turntablism-ის ევოლუციური ფაზები.

1995 წლიდან კულტურის ორი ვარსკვლავი - DJ Qbert-მა და Mix Master Mike ჩამოშორდნენ DMC ჩემპიონატებში მონაწილეობას და ჟიურის წევრებში გადაინაცვლეს, მიიღეს ახალი გამოწვევა და მუსიკის მთლიანად ფირსაკრავით შექმნა გადაწყვიტეს, ჯგუფს სახელი გადაერქვა და ასე დაიბადა Invisibl Scratch Piklz- რომელიც სრულიად ფირსაკრავის დახმარებით შექმნილი პირველი კომპოზიციით Invasion of the Octopus People-ით დაგვირგვინდა.

ირონიულად იმ წელს როდესაც DJ Babu-მ პირველად გამოიყენა ტერმინი “Turntablist”, ტექნიკის ერთ-ერთი მამამთავარი, დასაწყისში ნახსენები პიერ შეფერი გარდაიცვალა.

Turntablism-მა შემდომ წლებში გამოსავალი კონკრეტულად ჟანრის პოპულარიზაციისთვის განკუთვნილ ლეიბლებზე - Asphodel და Bomb Record-ზე ნახა. ახალი ათასწლეულის დადგომასთან ერთად სტილშიც დიდი ცვლილებები მოხდა - Qbert და Mix Master Mike DMC-ის დიდების დარბაზში შეიყვანეს, ეს უკანასკნელი ლეგენდარული Beastie Boys-ის წევრი გახდა, The X-Ecutioners (იგივე X Men)-მა კი პირველ ალბომზე მიიღო კონტრაქტი დიდი ლეიბლისგან.

ბაზარზე გამოჩნდა CD-302, პირველი CD ფლეიერი რეალურ დროში სკრეჩინგის შესაძლებლობით - ამან კი სათავე ახალ, ციფრული დიჯეინგის ხანას დაუდო.

მსგავსი ბლოგები