რამდენად მუსიკალურები არიან ცხოველები
ავტორი: დიმიტრი შუბითიძე >>
6 ოქტომბერი, 2020 >>
8 წუთის წასაკითხი >>
3 ნახვა
მუსიკა უნივერსალური სიამოვნების წყაროა ადამიანებისთვის. ხოლო ცხოველებისთვის საკმაოდ განსხვავებული ემოციების მომტანია. მაგალითად ზღვის ლომებს საერთოდ არ აქვთ რითმის შეგრძნება.
დღეს წარმოგიდგენთ საინტესო ფაქტებს თუ როგორ ესმით და რა ემოციას იწვევს ცხოველებში მუსიკა.
თავშესაფარში მყოფი ძაღლები ნაკლებად ისტრესებიან თუ ისინი კლასიკურ მუსიკას უსმენენ.
2012 წელს ერთერთ ვეტერინალურ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია სადაც კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა 117 ძაღლზე დაკვირვება ჩაატარეს. მათ ცხოველებს მოასმენინეს სხვა და სხვა ჟანრის მუსიკა კლასიკური მუსიკიდან დაწყებული მძიმე მეტალით დამთავრებული. გაირკვა რომ კლასიური მუსიკა ძალიან დადებით ზეგავლენას ახდეს მათზე და უფრო ტკბილადაც ძინავთ მსგავსი ტიპის მუსიკის მოსმენის შემდეგ. ეს ასევე კიდე ერთი მსგავსებაა ადამიანებსა და ძაღლებს შორის.
ამერიკელმა მუსიკოსმა Moby-მ ასევე შექმნა სპეციფიური ალბომი ძაღლებისთვის.
თურმე კატებს ადამიანური მუსიკა არ აინტერესებთ და დიდად ყურადღებასაც არ აქცევენ მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ არსებობს სპეციალური ჟღერადობები, რითიც ისინიც ისიამოვნებენ. რამდენიმე დარგის სპეციალისტების ჯგუფმა ფსიქიატრმა, კომპოზიტორმა და კატების სპეციფიკის ვეტერინარმა შექმნეს საორგანიზაციო ჯგუფი და ზუსტად კატებზე მორგებული ჟღერადობა შექმენეს, ეს მუსიკა იმ სიხშირეებით და ტემპით შედგებოდა რითიც კატები ეკონტაქტებიან ერთმანეთს ახალგაზრდა კატები სიამოვნებით უსმენენ მათთვის შექმნილ მუსიკას ხოლო შედარებით მოხუცებს უფრო ინდეფერენტული რეაქცია აქვთ თურმე.
ამ მუსიკის ნახვა შეგიძლიათ აქ
მხოლოდ კატები არ არიან პრიველეგირებული ცხოველები რომ მათთვის სპეციფიური მუსიკა შეიქმნას, გამონაკლისი არც მაიმუნები არიან. 2009 წელს შექმენს მუსიკა რომელიც იმ ტემპს იმეორებს როგორც მაიმუნები ერთმანეთს ეკონტაქტებიან. ამ სიხშირეების გამოყენებით მათთვის იდეალური მუსიკის შექმნა გახდა შესაძლებელი. მაიმუნები ასევე კარგი მუსიკოსებიც არიან ერთერთი უფრო მხატვრული მაგალითი „ოზის ჯადოქრებიშიც“ გვხვდება მფრინავი მუსიკოსი მაიმუნების სახით.
პირველად ადაბტირებული მუსიკა ტამარინ მაიმუნებს მოასმენინეს. მუსიკამ უმალ სიმშვიდე მიჰგვარა მათ ასევე მათ მოასმენინეს მუსიკა რომელიც ისეთი ჟღერადობის იყო როგორითაც ისინი შიშს გამოხატავდნენ ამ უკანასკნელზეც მათ ადეკვატური რეაქცია ქონდათ.
ყველაზე მოულოდნელი და საინტერესო ფაქტი თევზებში გვხვდება 2013 წელს კეიოს უნივერსიტეტის დოქტორებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი „ოქროსთევზს“ მოასმენინეს იგორ ტრავინსკი და სებასტიან ბახი აღმოჩნდა რომ ამ ტიპის თევზებს არამხოლოდ მუსიკის გაგება, არამედ კომპოზიტორების ერთმანეთისგან გარჩევაც კი შეუძლიათ.
მუსიკა და ზოგადად ბგერა უნიკალური ენაა რადგან ის პირველრიგში სიგნალია. რომელიც ყველა ცოცხალ ორგანიზმს თავისებურად ესმის.
ძროხები უფრო მეტ რძეს იწველებიან როცა ისინი მუსიკას უსმენენ. 2001 წელს ლენჩესტერის ფერმაში ჩაატარეს კვლევა თუ რა რეაქცია ქონთად ძროხებს მუსიკაზე როგორც გაირკვა მუსიკა მათ პროდუქტიულობაში ეხმარება
საშუალოდ როცა ისინი მუსიკის თანხლებით გასცემენ რძესი სინი ერთით მეტ ლიტრს იწველებიან საშუალოდ.
მართალი ყოფილა ფილმ „უდიპოლომო სასიძო“-ს მეცნიერი კაცი 😊
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში