Pluto’s Plan-ის პირველი რელიზი
ავტორი: სოფი წერეთელი >>
5 მაისი, 2020 >>
10 წუთის წასაკითხი >>
24 ნახვა
თბილისის მუსიკალურ სცენას კიდევ ერთი საინტერესო ლეიბლი Pluto’s Plan შეემატა. როგორც ლეიბლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა მარგიანი ამბობს, პლატფორმის შექმნის იდეა 2018 წლის მიწურულს გაჩნდა, თუმცა იდეის განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობდა.
“პირველ ეტაპზე Pluto’s Plan-ის სახელით ივენთების სერიების ორგანიზება დავიწყეთ. 2019 წლის თებერვალში თბილისის და ქუთაისის მაშტაბით ჩავატარეთ მოკლე ტური, რომელზეც მოწვეული გვყავდ ჩვენი მეგობარი ბერლინერი არტისტები Castro & Nemo. ისინი არიან ცნობილი ფირფიტების მაღაზიის, ლეიბლის და ასევე ივენთ სერიების Sound Metphors დამფუძნებლები. დამატებით, წლის განმავლობაში ჩავატარეთ რამდენიმე ღონისძიება, რომელზეც მოწვეული გვყავდა Credit00 და ლოკალური არტისტები. დაახლოებით ერთ წლის თავზე კი გადავწტყვიტეთ, რომ მზად ვიყავით ივენთ სერიებთან ერთად ლეიბლიც შეგვექმნა “ - Hatsvali
ლეიბლის მთავარი მიზანი ქართველი არტისტების დახმარება და მათი ნამუშევრების საერთაშორისო მუსიკალური სივრცისთვის მიწოდებაა. იმ პირობებში, როდესაც ლოკალური არტისტების ბევრი საინტერესო ნამუშევარი უახლოეს სამეგობრო წრეს არ სცდება, Pluto’s Plan შეეცდება ეს მასშტაბი გაზარდოს.
რაც შეეხება მუსიკალურ პოლიტიკას, ამ შემთხვევაში ლეიბლს ერთი კონკრეტული მიმართულებ აქვს: თითოეული ნამუშევარი აუცილებლად საცეკვაო მოედნის გამოცდილებას უნდა ირეკლავდეს. ზუსტად ამ განწყობას ატარებს ლეიბლის პირველი რელიზიც, სადაც Hatsvali-ს ორ კომპოზიციასთან ერთად, ადგილობრივი სცენისთვის კარგად ნაცნობი არტისტების Hamatsuki და Toke-ს ნამუშევრები გვხვდება. თოკე იხსენებს, რომ ლეიბლისთვის მისი ტრეკის შერჩევის პროცესი მოულოდნელად წარიმართა:
“სიმართლე გითხრათ, ეს ტრეკი ლეიბლისთვის შემთხვევით შეირჩა, როდესაც მეგობრებმა ჩემი ტრეკის მათ ლეიბლზე დარელიზება შემომთავაზეს, თავიდან ერთ პროექტზე ვმუშაობდი, მაგრამ შემდეგ ჩემს ძველ ნამუშევრებს ვუსმენდით და ჩემთვისაც მივიწყებულმა ტრეკმა მიიქცია ყველას ყურადღება." - Toke
მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური თვალსაზრისით ოთხივე კომპოზიცია ერთმანეთისგან განსხვავდება, ისინი ერთი იდეის ქვეშ არიან გაერთიანებული. Hatsvali-ს ნამუშევრები ტრადიციულად ჰაუს მუსიკის კლასიკურ ჟღერადობას გამოხატავენ, თუმცა Toke-სთან უფრო მეტი ესიდ ელემენტები და არტისტის შემოქმედებისთვის დამხასიათებელი სიღრმე გვხვდება. რაც შეეხება Hamatsuki-ს, ამ შემთხვევაში მსმენელს არტისტის ახალი შემოქმედებითი სახის გაცნობა შეეძლება, რადგან ვერ ვიტყვით, რომ კომპილაციაში შესული კომპოზიცია Hamatsuki-ს დისკოგრაფიის ტრადიციულ ხაზს აგრძელებს.
ქართველი არტისტების მხარდაჭერის კვალდაკვალ ლეიბლზე აუცილებლად გამოჩნდებიან საერთაშორისო საცეკვაო მუსიკის სცენის საინტერესო არტისტებიც.
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში