მუსიკა და დრო

ავტორი: დიმიტრი შუბითიძე

25 მარტი, 2021

13 წუთის წასაკითხი

7 ნახვა

თავი I

მუსიკის ჟღერადობა იცვლება, რადგან საზოგადოებაც შეიცვალა წლების განმავლობაში. ეს ცვლილება პროპორციულ დამოკიდებულებაშია ჩვენი კულტურის ევოლუციასთან. დასაწყისში ადამიანები ქმნიდნენ მუსიკას, რომელიც მჭიდროდ ბაძავდა ბგერებს, რომლებიც მათ გარშემო, ბუნებაში ისმოდა, ტონებისა და გამეორებების სახით.

უძველეს კულტურებში მუსიკა ძალიან დიდ როლს თამაშობდა ცერემონიალებსა და ტრადიციებში. უკრავდნენ ტრადიციულ ინსტრუმენტებზე და ხშირად ამ ბგერების ფონზე წაკითხული ლექსები მკაცრად უკავშირდებოდა ბუნებას. მუსიკის ხმები ასახავდა იმ მჭიდრო კავშირს, რომელიც მიმართული იყო მიწისკენ და ველური ბუნებისკენ. დროთა განმავლობაში, თანამედროვე საზოგადოებამ დაკარგა ეს კავშირი, რაც აისახა მუსიკის ცვალებად ჟღერადობაში და სიმღერების ტექსტებში.

დროთა განმავლობაში შეისწავლეს და ააჟღერეს უფრო მეტი მუსიკალური ინსტრუმენტი, რამაც გამოიწვია უფრო დახვეწილი და რთული ბგერების წარმოქმნა. სიმღერის რიტმები, ტემპი და ტექსტები კულტურის ცვლილების პროპორციულად შეიცვალა.

ზოგიერთი უძველესი კულტურა, როგორიცაა აფრიკის ტომები, მშობლიური ამერიკელები, სამხრეთ ამერიკელი ეთნოსი და ავსტრალიელი აბორიგენები, კვლავ ინარჩუნებენ თავიანთი ძირძველი მუსიკის ჟღერადობას, თუმცა მაინც, დასავლეთის სამყაროს გავლენა საგრძნობია ზოგიერთ მათგანში.

ათწლეულების განმავლობაში შეიცვალა მუსიკის ჟღერადობის მახასიათებლები. ხმა ნამდვილად გაძლიერდა. ტემპი და რიტმი ხშირ შემთხვევაში უფრო სწრაფი გახდა, რაც შესაძლოა ასახავდეს თანამედროვე სამყაროს სწრაფ ტემპს, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. ამასთან, მუსიკის სიყვარულის თავისებურება (რამდენად მწვავედ და ენერგიულად გრძნობს ადამიანი მუსიკას) ნაკლებად მძაფრი გახდა, ვიდრე 1980-იანებში იყო. ტექნო და რეგის მუსიკა ტიპური მაგალითებია იმისა, რაც ცნობილია როგორც Bouncy მუსიკა.

კომპიუტერის გაჩენამ მისი ახალი შესაძლებლობები დაამკვიდრა მუსიკაში, რაც კომპიუტერულად გამომუშავებულ და გაძლიერებულ ბგერებში აისახა.

მოდერნიზებამ განაპირობა მუსიკაში ტემპის დანერგვის სხვადასხვა მიდგომაც. მაგალითად, ელექტრონულ საცეკვაო მუსიკას აქვს ბიტჩემთინგი, სადაც დიჯეებს შეუძლიათ შეცვალონ ერთი მუსიკალური ნაწარმოების სიჩქარე სხვა მუსიკალური მუსიკის შესაბამისად. ისინი ამით ქმნიან შერეულ ბგერას.

მუსიკის ზოგი მოყვარული ჩივის, რომ მუსიკამ დაკარგა ორგანული შეგრძნება ელექტრონული მოწყობილობების გამოგონების შემდეგ. ისინი დარდობენ, რომ სამწუხაროდ, ამან უფრო მეტი მექანიკური შეგრძნება და ტონი გამოიწვია დღეს არსებულ მუსიკაში, რომელიც ნაკლებად ბუნებრივი და ნაკლებად მიმზიდველია, ვიდრე წარსულის მუსიკა.

ეს ნაკლებად აკუსტიკური ჟღერადობა დღეს უფრო მეტად გვხვდება მუსიკაში. მუსიკოსებმა და მომღერლებმა გააცნობიერეს, რომ ხალხს აკლია ეს ჟღერადობა, ასე რომ, ისინი ხშირად ქმნიან აკუსტიკურ სიმღერასაც, შესაბამისად, მომხმარებლებს, ვისაც ეს ხმა სურს, მასზე წვდომის საშუალება აქვს. დღეს თავისუფლად შეგიძლიათ იპოვოთ არააკუსტიკური და აკუსტიკური ტრეკი კონკრეტული სიმღერისთვის.

მუსიკის ჟღერადობა ისტორიაში უფრო რთულდება, ძირითადად, ხალხის მიგრაციისა და ახალი ელემენტების ზემოქმედების გამო.

დღეს მუსიკის უმეტეს ნაწილს აქვს ერთზე მეტი რეგიონის ელემენტები.

მუსიკალური შემსრულებლების თანამშრომლობის მზარდი ტენდენცია კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მუსიკის ჟღერადობაში უფრო მეტ სირთულეს და მრავალფეროვნებას ვხედავთ.

მუსიკამ დიდი გავლენა იქონია ჩვენს საზოგადოებაზე და კულტურაზე. ამასთან, ჩვენმა კულტურამ შეცვალა მუსიკა და მისი აღქმა. ამ სტატიაში ყურადღება გამახვილდება ჩვენს ისტორიაზე, მუსიკაზე, რომელიც ჯერ კიდევ მოსმენილი პირველი ნოტიდან მოდის. ჩვენ გავეცნობით მუსიკის შესაბამისობას და მის გავლენას მომავლის მუსიკაზე...

ისევე, როგორც მუსიკის მრავალი ჟანრი, ჩვენ დავიწყებთ მუსიკის პირველი ჩაწერით.

თავი II

ისტორიის თანახმად, პირველი მუსიკა და ინსტრუმენტი ჯერ კიდევ 43000 წლის წინანდელია. ეს იყო სპილოს ძვლისგან დამზადებული ფლეიტა, თუმცა ეს არ იყო პირველი სიმღერა.

სავარაუდოდ, პირველი სიმღერა, რომელიც ოდესმე აჟღერებულა, არის ჰურიული საგალობელი, დაწერილი ბერძენი ქალღმერთ ნიკალას პატივსაცემად.

სიმღერის 100%-იანი ინტერპრეტაცია არ არსებობს, მაგრამ ბევრმა კომპოზიტორმა მაინც შეასრულა ეს საგალობელი, სრული ორკესტრით. ბევრს ისიც სჯერა, რომ პირველი ჩანაწერი იყო თომას ედისონის მიერ 1877 წელს ჩაწერილი ,,მერი პატარა ბატკანი.’’

თუმცა, თომას ედისონამდე სკოტ დე მარტინვილმა 1860 წელს ფუნატოგრამზე ჩაწერა Au claire de la lune და იმღერა, მაგრამ ეს ჩანაწერი მხოლოდ 2009-ში აღმოაჩინეს, ამიტომ ხალხს დღემდე მიაჩნია, რომ სწორედ თომას ედისონი იყო ის პირველი, ვინც ხმა ჩაწერა.

1700-იან წლებში კლასიკური მუსიკა იყო ძალიან ღირებული და მშვენიერი. ბევრი ცნობილი ადამიანი ქმნიდა დიდ ნამუშევრებს. ამ კომპოზიტორებს შორისაა მოცარტი და ბეთჰოვენი, რომლებიც დღემდე აღიარებულები არიან, როგორც ოდესმე მცხოვრები უდიდესი მუსიკოსები. მათ ბევრ მუსიკოსზე და ადამიანზე იქონიეს გავლენა, რადგან მათი შემოქმედება ყვავის მათთვის, არ ძველდება და სიამოვნებას ანიჭებს კლასიკური მუსიკის მსმენელებს და შემსრულებლებს და არა მარტო.

კლასიკური მუსიკა კვლავ განიხილება, როგორც ძალიან ლამაზი და რთული ტიპის მუსიკა და ის ყველასთვის არ არის შესაფერისი.

კლასიკური მუსიკისა და ხალხური სიმღერების აყვავების შედეგად მუსიკის ახალი ტიპები შეიქმნა. ეს მოიცავდა სოლტ როკს, ჯაზს და ბლუზს. ინსტრუმენტები იზოლირებული იყო და პოპულარდებოდა, მაგრამ კლასიკური მაინც გამოირჩეოდა. ამან მოიყვანა მუსიკის ახალი თაობის მსმენელები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უსმენდნენ ამ მუსიკას, ასევე, სცენაზე მოიყვანა მრავალი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი, ჩარლზ მინგუსი და ჯონ კოლტრეინი. ეს ძალიან კარგი დროა მუსიკაში და ხანგრძლივ მეხსიერებას დატოვებს მათში, ვინც მას მოუსმინა.

მუსიკის შემდეგი თაობა იყო როკ ენ როლი და შემდგომში ბლუზის, ჯაზის და ფანქის საფუძველზე შექმნილი რეპ და ჰიპ-ჰოპ კულტურა. ეს თაობა იყო მთავარი მუსიკალური ტალღის მამოძრავებელი. ამან შექმნა ჯგუფები The Beatles, Pink Floyd.. და მოგვიანებით, 80-90-იან წლებში განვითარდა ჰიპ-ჰოპ კულტურა. ჩვენ გვყავდა სხვადასხვა ტიპის სტერეოტიპული ადამიანები, როგორიცაა ჰიპები და ჰარდ როკის მიმდევრები. ამ თაობის მუსიკამ დიდი გავლენა მოახდინა მწერლებზე, მათ ეს შემოქმედება შთააგონებდათ დაეწერათ საკუთარი მუსიკა.

ეს უდიდესი მუსიკალური თაობა იყო, რადგან ამ თაობას უკავშირდება მსმენელთა ზრდა და გემოვნების სახეცვლილება.

2000-იანი წლების დასაწყისში სცენაზე გამოიყვანეს უფრო ცნობილი ადამიანები და ჯგუფები. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ ახალი ტიპის მუსიკა, მათ მოახდინეს პოპ-მუსიკის მოდერნიზაცია და სტრუქტურიზაცია, რამაც ამ ჟანრის უფრო მეტად კომერციალიზაციას შეუწყო ხელი და საბოლოოდ, ბაზრის დომინანტიც გახდა და სათავეში ყოფნას დღემდე აგრძელებს.

ამ მუსიკამ ბევრი ადამიანი გაახარა და ნოსტალგიაც მოიტანა მსმენელთათვის.

ეს ტენდენცია გაგრძელდა მანამ, სანამ სხვა თაობებმა სხვა მუსიკით არ ჩაანაცვლეს, მაგრამ დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

მუსიკამ ძალიან გრძელი გზა გაიარა მას შემდეგ, რაც პირველი ხმა ჩაიწერა. შეიცვალა ტონი და სირთულე. მუსიკა ახლა უფრო მეტი ადამიანისთვის იხსნება, მათთვის,ვისაც უამრავი არჩევანი აქვს.

ჩვენ გვაქვს რეპი, რომელიც ძალიან თანამედროვეა და გვაქვს პოპი და როკი, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან. ასევე, არსებობს სუბჟანრები, რომლებიც ძალიან ხშირად იქმნება სხვა ჟანრებისგან, მაგალითად, off-beat rap. ასევე, ინტერნეტის თაობაში შექმნილი Vaporwave და მსგავსი ქვეჟანრები, რომლებიც, რა თქმა უნდა, გადათამაშებაა უკვე არსებული ჟღერადობის.

ჩვენს თაობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, სამუდამოდ შეცვალოს მუსიკა, თუ მასში ჩავდებთ ინვესტიციას (ემოციურს და გონებრივს). ჩვენ მუსიკის შეცვლაზე უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ და ვიმუშაოთ.

ვფიქრობ, რომ მუსიკა უფრო მეტად იწყებს ზრდას, ვიდრე აქამდე. ჩვენი მოსახლეობა იზრდება და ბევრი რამ იცვლება, მაგრამ მუსიკა მაინც მუდმივად სასურველი რჩება.

შეიძლება შეიქმნას მრავალი ინსტრუმენტი, მაგრამ მუსიკის იდეა არასდროს ძველდება. ხალხს ძალიან უყვარს და სიამოვნებს მუსიკა. ეს შეიძლება იყოს უსაფრთხო თავშესაფარი მრავალი ადამიანისთვის, ვინც დარდობს ან მოწყენილია, ან საერთოდაც ყველაზე მეტად არის გახარებული. ზოგიერთი მუსიკას იყენებს იმისთვის,რომ ტემპი არ დაკარგოს და ჰქონდეს მხნეობა და ენერგია.

მუსიკა ყოველ წამს გვახსენებს, რომ დავტკბეთ სიცოცხლის ყოველი წუთით და მივიღოთ ბევრი დადებითი მუხტი…

მსგავსი ბლოგები