Ma Tsa De - Anuka Kipshidze
ავტორი: სალომე ვარდანაშვილი >>
26 აპრილი, 2024 >>
10 წუთის წასაკითხი >>
474 ნახვა
“თამაში — ადამიანის საქმიანობის არაპროდუქტიული სახეობაა, რომლის მოტივაცია მდგომარეობს არა მის შედეგში, არამედ პროცესში.”
Პროცესით ტკბობის ხიბლს ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვიზუალური და ხმოვანი ნაწილები დაემატა. თავდაპირველად “კუზიანი” მონიტორები თუ პატარა კონსოლები გახდნენ კარიბჭე იმ სამყაროსი, რომელიც თავბრუდამხვევი თავგადასავლების წინაპირობაა. Სადაც საკუთარ ავატარს უკვე თავად ვქმნით და გემოვნებისამებრ ვირჩევთ, რომელ ქარის წისქვილს შევეჭიდოთ. ამ მაგიური ატმოსფეროს შექმნაში ხმოვანი ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ზოგიერთი თამაშის ჟღერადობა კი იმდენად იკონურია, რომ მათი გაგონებისას უმალ ბავშვობის უდარდელობაში და ტკბილ მოგონებებში ვვარდებით.
ჯადოქრობაში თანამონაწილეობის სურვილით შეიქმნა 8 ბილიკისაგან შემდგარი, სადებიუტო ალბომი “Ma Tsa De”, რომელიც ვიდეოთამაშების დრამატურგიასა და ჩახლართულ “ქუესთებს” ნამდვილად არ უჩივის.
ანუკა ყიფშიძე ახალგაზრდა მუსიკოსი, მულტიინსტრუმენტალისტი, პროდიუსერი, ხმის დიზაინერი და ბენდ “კოლექტივის” ბასისტია. Საკუთარ პორტფოლიოზე მუშაობისას, რომელიც ვიდეოთამაშებზე მომუშავე კომპანიებისთვის იყო გამიზნული, პროცესმა და ექსპერიმენტებმა იმდენად გაიტაცა, რომ კომპოზიციები ჯერ EP-დ, შემდეგ კი სრულფასოვან ალბომად გადაიქცა.
“ 2000 წლების ვიდეო თამაშების მუსიკისა და ვიზუალების დიდი სიყვარულით მეც მომინდა, რომ ალბომი 8 ბიტიანი ჟღერადობით გაჯერებული ყოფილიყო “
კომპოზიციები ელექტრონიკის, ალტერნატიული მუსიკისა და თამაშების საუნდტრეკებისთვის დამახასიათებელი ქაოტურობის ნაზავია. ეს ალბომი ჰარმონიული ხმაურია, ბილიკების დუალური სახელებით, ქართული ვოკალით, მუდსვინგებით, ტურბულენტური დრამატურგიითა და მულტიჟანრული ბალანსით, რომლის მოსმენისასაც Flying Lotus გამახსენდა. ეს არის ბედრუმ სტუდიოში შექმნილი 100% სოლო ნამუშევარი, რომლის პროდიუსერი, კომპოზიტორი, შემსრულებელი და მიქსინგ-მასტერინგის ავტორიც თავად ანუკაა. მსგავი ჟღერადობა ქართული მუსიკალური სივრცისთვის საკმაოდ უცხო და ძალიან სასიხარულო სიახლეა.
“ალბომის ყველა კომპოზიციას შესაბამისი სახელები ჰქვია და ყველას ორმაგი მნიშვნელობა აქვს, ასე ვთქვათ, სიტყვებით თამაში ვცადე”
მთლიანი დრამატურგია ძალიან საინტერესო და ლოგიკურია. 8 ბილიკი ჩემს აღქმაში თამაშის 8 სხვადასხვა საფეხური, განსხვავებული ტურებია. პირველ ტური სახელად Intro Metri სონიკურია და პირველივე აკორდიდანვე გვამცნობს, რომ ამ ტურის დაძლევა დამწებ მოთამაშეებს გაუჭირდებათ.
მას მოსდევს Guntiadi, რომელშიც პირველად გვესმის ქართული ვოკალი, თითქოს ნარატორი გვესაუბრება „ვინ ხარ? განწირული ხარ, ვინ ხარ?“, “Მოუსმინე ხალხს, მაგრამ ნუ დაკარგავ თავს” თავს, თავს, თავს …“ და ამის შემდეგ იწყება საცეკვაო ელექტრონიკა.
მესამე ტური Ma Tsa De, რომელსაც ალბომის იდენტური სახელი აქვს, ჩემი აზრით ერთ-ერთი საინტერესო და ტექნიკურად კარგად შესრულებული კომპოზიციაა ალბომში, რომელიც თავდაპირველად სინგლის სახითაც გამოიცა.
Suckadrisi მარიოს დრაკონებიან ტურს მახსენებს,თამაშის ერთ-ერთი ყველაზე რთული და გარდამხტეხი ტურია,
რომლის გადალახვის შემდეგ Sun Tkva ნამდვილად ამოსუნთქვაა თავისი სილაღით,
She Eshvi გაფიქრებს ღირს თუ არა თამაშის გაგრძელება “ გაიქეცი თავს უშველე მალე რაა” და მას შემდეგ, რაც მოთამაშე გაგრძელებას გადაწყვეტს,
Luv Anda დასვენების საშუალებას აძლევს და ფინალური ტურისთვის ამზადებს.
და აი დასასრულს მოვადექით Da Ass Rules, ჩაძაბული, მძაფრი, მეტალ როკისთვის დამახასიათებელი გიტარა ისე შემოდის, რთულია ჰედბენგით არ დახვდე. ნელ-ნელა ემატება ელექტორნული ჟღერადობა, დრამი, ბასი და პინგ პონგის ბურთის დაცემის სემპლი. ჩემი ფავორიტი ტრეკია, არა მარტო მუსიკალურად, არამედ შინაარსობრივადაც. რადგან გვამცნობს, რომ ზღაპრის/თამაშის ბოლო თუ გინდა, რომ კეთილი იყოს, ამისთვის გადამწყვეტ ტურში უკომპრომისო ბრძოლაა საჭირო.
დასასრულს აღვნიშნავ, რომ სადებიუტო ალბომისთვის მშვენიერი ნამუშევარია.
ფოტო: ნიკა ერგემლიძე
ვიდეოს ანიმაცია: მარიამ თოფურიძე, ქეთევან მესხიშვილი
Powered by VISA
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში