კურატორი, რომელსაც დიდ სცენაზე გამოსვლა არ სურდა
ავტორი: დიმიტრი შუბითიძე >>
1 აგვისტო, 2019 >>
10 წუთის წასაკითხი >>
6 ნახვა
„ყოველთვის მინდოდა მარტივი ცხოვრება და ნატურალური ფასეულობები, ვიდრე ცნობადობა“ - ველის ჯონასი
ველის ჯონასი ესტონელი მუსიკოსი და პოეტი, სამასამდე სიმღერის და 30 პოემის ავტორია. ის ქმნის დასავლური სოულის და ეთნიკური ფოლკის ნაზავს, მაგრამ, როგორც თვითონ აღნიშნავდა, ყოველთვის მარტივი ცხოვრება სურდა - უნდოდა ყოფილიყო არტ-კურატორი და მასწავლებელი, რაც მხოლოდ მოგვიანებით მოახერხა.
მუსიკალური განათლება ადრეულ ასაკში მიიღო. ინსპირაციად ამერიკულ და ევროპულ ლიტერატურას მიიჩნევდა. 70-იანი წლებიდან აქტიურად წერდა და ასრულებდა მუსიკას ტალინში. 80-იანი წლები ესტონელ ხალხს ორი ფართომასშტაბური მოვლენით დაამახსოვრდა. პირველი, საბჭოთა ოლიმპიური თამაშები იყო, რომელსაც ტალინმა უმასპინძლა და მეორე - ესტონეთი ნომერ პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში ალკოჰოლის მოხმარებით: 12 ლიტრი წელიწადში ერთ ადამიანზე, რაც, იმავე პერიოდის, ფინეთის სტატისტიკას ორჯერ აღემატებოდა. ასეთ რთულ სოციო-პოლიტიკურ ფონზე, ჯონასი წერს ახალ EP ს სახელწოდებით დროა დასრულდეს! (Stopp Seisku Aeg !) რომელშიც ამერიკელი სოულის სულისკვეთება ჭარბობდა. ჩანაწერი ორი კომპოზიციისგან შედება:
A: Stopp, Seisku Aeg! (დროა დასრულდეს!)
B: Käes On Aeg (ხელები მალე)
ორივე მათგანი ცნობილი ამერიკული სოულის ესტონური გადააზრება იყო.
ფსიქოდელური სოულის ნელი მსვლელობა და ესტონური სევდიანი ქარიზმა პირველივე ნოტიდან დაუოკებელ გათავისუფლების სურვილს აჩენს. თითქოს, თავად ხდები 80-იანების ტალინში. ეს ყველაფერი აუტანელ სიმსუბუქეს გავს. ერთი მხრივ, გრძნობ ამ დასავლურ თავისუფლებას, მაგრამ უკან ესტონური მძიმე სოციალური ნარატივი გხვდება. სოული კი ზუსტად ის ფორმაა რაშიც ზემოთხსენებული მოთავსება შეიძლება, მისი დამახასიათებელი პოეტური ვნებიანი ბგერები და თავისუფლებისკენ მიზანსწრაფული რიტმი იდეალური ფორმაა მსგავი ტიპის ალბომისთვის.
საბჭოთა კავშირის ცენზურა არ ცნობდა დასავლური „თავისუფალი“ მუსიკის ღიაობას და სიცოცხლის სიყვარულს. საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის ინფორმაციით, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, სსრკ მალევე იქცა სახელმწიფოდ, სადაც ცენზურა ოფიციალურად დაკანონდა. ოფიციალური ცენზურა პირველ რიგში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შეეხო. მედიასთან ერთად, კონტროლის მსხვერპლი გახდა ლიტერატურა, თეატრი, კინო, მუსიკა.
გამონაკლისი არც ველისის ნამუშევრები იყო. 1982 წელს ველისი, „KGB“- ში, უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა დაიბარეს, ზემოთ ხსენებული ალბომი, ანტისაბჭოურ პროპაგანდად მიიჩნიეს და დაბლოკეს. იმ წესწყობილებისთვის, რომლისთვისაც, 60-იან წლებში ბითლზი ანდერგრაუნდად და „თავისუფალ“ მუსიკად იყო მიჩნეული ველისის ალბომის გამოსვლა კოსმოსური შატლის გაფრენის ტოლფასი იქნებოდა. მსგავსი ფაქტი არც პირველი და არც უკანასკნელი ყოფილა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ასობით მგსავსი პათოსის მქონე ალბომი უბრალოდ განადგურდა.
2015 წელს ველისის ალბომი 7 ინჩიანი ვინილის სახით გამოვიდა. ესტონურმა ლეიბლმა “frotee“ ჩანაწერის პირველი ვერსია აღმოაჩინა. ამ ალბომმა ისეთი გავლენა იქონია სელექტორებზე და კოლექციონერებზე, რომ საბჭოთა რეპრესირებული მუსიკის ინდუსტრიის უფრო ღრმა კვლევა დაიწყეს.
63 წლის ველისმა კი აიხდინა ოცნება - გახდა კურატორი და მუსიკის პედაგოგი. ის დღემდე აქტიურად ასწავლის ხელოვნებათმცოდნეობას ტალინის უნივერსიტეტში და მუსიკას ერთ-ერთ საშუალო სკოლაში.
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში