kordz და დორტმუნდის ფილარმონიული ორკესტრი
ავტორი: სოფი წერეთელი >>
13 მარტი, 2020 >>
12 წუთის წასაკითხი >>
8 ნახვა
„ბავშვობაში, როდესაც ფილმს ვუყურებდი, ბგერებს ერთ მთლიანობად აღვიქვამდი. ხანდახან სრულდებოდა მელოდია, მაგრამ გრძელდებოდა საუბარი, და ვერ ვხვდებოდი, რომ მელოდია დასრულდა, რადგან ბგერები ერთიანად მესმოდა.
ალექსანდრე კორძაია, იგივე kordz, ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და კომპოზიტორია, რომელიც მუსიკალურ სივრცეში აქტიურად 2016 წელს გამოჩნდა. სწორედ იმ პერიოდში მან მუსიკოს Frederic Robinson-თან ითანამშრომლა, რის ფარგლებშიც ფესტივალზე Close Encounters წარსდგა. ამას მალევე მოჰყვა სადებიუტო კომპოზიცია We've Been და კრებული QYS, რის შემდეგაც kordz-ის მუსიკალური გზა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრა.
ამ საინტერესო გზის ერთ-ერთი ეპიზოდია 16 მარტს დაგეგმილი პროექტი Reflecting Ravel, რომლის ფარგლებშიც ქართველი არტისტი დორტმუნდის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად დორტმუნდის საკონცერტო დარბაზში დაუკრავს. პროექტი მიმდინარე მოვლენების გამო მაყურებლის გარეშე შედგება.
ძირითადი იდეა და კონცეპტი საცეკვაო ელექტრონული მუსიკის შთაგონებით არის შექმნილი, თუმცა უფრო აბსტრაქტულ ფორმაში, რომელიც ამავდროულად საორკესტრო ენაზეა თარგმნილი.
Super Flu და დორტმუნდის ფილარმონიული ორკესტრი
„ამ პროექტისთვის მე უნდა ამერჩია კომპოზიტორი, რომლის ინსპირაციითაც ახალ ნაწარმოებს დავწერდი. მე მორის რაველი ავირჩია იმიტომ, რომ ჩემთვის ის საუკეთესოა. დავწერე ორი ნაწარმოები და ორივე სამი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწარმოებია რაველის le tombeau de couperin, რომელიც მე გადავაკეთე. ორკესტრი ლუპში უკრავს ნაწყვეტებს ორიგინალიდან და ამის გარშემო ახალი ხმები და რიტმები შევქმენი, რომელიც ელექტრონული და ორკესტრის ხმებისგან შედგება.“
Reflecting Ravel-ის მეორე ნაწარმოები კი kordz-ის ორიგინალური ნამუშევარია, რომლის პრემიერაც სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოხდება. როგორც არტისტი აღნიშნავს, აღნიშნული კომპოზიციის მნიშვნელოვანი მახასიათებილი ის არის, რომ რითმის რეპრეზენტაციაში მთავარ როლს სწორედ ორკესტრი თამაშობს.
სამწუხაროდ, პროექტი გაუქმდა კორონავირუსით გამოწყვეული საფრთხეების თავიდან ასარიდებლად.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს kordz-ის შემოქმედება ელექტრონული მუსიკის საზღვრებს შესამჩნევად გასცდა, საწყის ეტაპზე მისი მუსიკალური ინტერესების სფერო სწორედ ამ ჟღერადობამ განსაზღვრა. „მთელი ბავშვობა პრინცს, ელვის პრესლს, ჯეიმს ბრაუნს და ბიტლებს ვუსმენიდ, მაგრამ შეგრძნება არ მქონდა, რომ ამ ყველაფრის გაკეთება მეც შემეძლო. თითქოს ეს ყველაფერი სადღაც შორს იყო.“ - ელექტრონული მუსიკა პირველი სიგნალი აღმოჩნდა, რომელმაც კორძი დაარწმუნა, რომ მას მუსიკასთან უფრო ახლო ურთიერთობა შეიძლება ჰქონოდა. „როდესაც ელექტრონული მუსიკა გავიცანი, მივხვდი, რომ შესაძლებელია მუსიკა შენითაც შექმნა. შესაბამისად 13 წლის ასაკში ელექტრონული მუსიკის შექმნა და ისეთი არტისტების მოსმენა დავიწყე, როგორებიც არიან Daft Punk, Deadmau5, James Holden და Justice-ს მოსმენა.“
ე.წ. Garage Band-ებში დაკვრით დაწყებული კარიერა ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა და რამდენიმე წელიწადში kordz სრულიად თვითმყოფად არტისტად ჩამოყალიბდა, ვისმა მუსიკალურმა ენამაც ძალიან ბევრ მსმენელთან მიაღწია. საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის პოტენციალის უკეთ რეალიზებისთვის, არტისტმა მოღვაწეობა ჯერ ბაზელში, შემდეგ კი ჰააგაში გააგრძელა, თუმცა აღნიშნავს, რომ სივრცეები ცვლილების პარალელურად არ შეცვლილა ის გარემო, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს:
„მე მიყვარს პატარა სივრცეები: ადგილები, სადაც ყველაფერი ახლოს გაქვს, სიმშვიდეა და საღამო, უფრო ღამე. როგორც მოთხრობაში ჰობიტი. ქალაქს მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა გარემოში მუშაობ, ვისთან ურთიერთობ და რას აკეთებ.“
სხვებთან ურთიერთობის ნაწილში ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ის კოლაბორაციული პროექტები, რომლის მონაწილეც კორძი გახდა. Frederic Robinson-ით დაწყებული, Dro-თი დასრულებული, kordz-მა ყოველთვის შეძლო ეპოვნა ის ჟღერადობა, სადაც საკუთარ თავს გამოხატავდა. ის მიიჩნევს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია იმუშავოს იმ არტისტებთან, ვინც იმ გარემოშია, რომელშიც თავად იმყოფება. ეს გარემო კი ხშირად ცდება ლოკალურ კონტექტს და იძენს საერთაშორისო მასშტაბს იძენს, რომელიც დორტმუნდში დაგეგმილი კონცერტით არ სრულდება:
„ივლისში თბილისის ახალგაზრდა ორკესტრთან ერთად ჩემ ნაწარმოებს ბერლინის ფილარმონიაში დავუკრავთ, ოქტომბერში კი ამსტერდამში თანამედროვე ბალეტის პრემიერა გაიმართება, რომელიც ჩემი მუსიკით არის გაფორმებული.“
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში