კავშირი უცხო პლანეტებთან

ავტორი: დიმიტრი შუბითიძე

10 ოქტომბერი, 2021

12 წუთის წასაკითხი

11 ნახვა

ადამიანებს ოდითგანვე იზიდავდათ უცხო, შეუცნობადი სამყაროები და თავად დედამიწის მისტიკები. სწორედ ამიტომ გაემგზავრა კოსმოსში, რომ იმ უცხოსთან ახლოს ყოფილიყო.

30 წლის განმავლობაში ამერიკელი ფიზიკოსი და მუსიკის ენთუზიასტი, ჯონ შეპარდი ამუშავებდა სპეციალურ რადიოსადგურს საგალაკტიკო აუდიტორიისთვის. შეპარდი იმედოვნებდა, რომ მისი რადიოსიხშირე უცხო პლანეტებს მისწვდებოდა და საგალაქტიკურ კომუნიკაციას დაამყარებდა უცხო სამყაროსთან.

ნასამ 1977 წელს კოსმოსური ხომალდი „ვოიაჟერი" გააზავნა ორბიტაზე. მას თან ოქროს ფირფიტა გააყოლეს, სადაც ჩაწერილი იყო სხვადასხვა ერების მუსიკა. მათ შორის იყო ქართული, მრავალხმიანი სიმღერა „ჩაკრულო", რომელიც მრავალხმიანი სიმღერის ეტალონია.

„ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვებას საბჭოთა ეპოქაში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. კრემლიდან ნასაში დარეკეს და „ჩაკრულოს“ ნაცვლად ოქროს დისკზე „პადმასკოვნიე ვეჩერას“ ჩაწერა მოითხოვეს. რამაზ ბლუაშვილი, რეჟისორი და „ჩაკრულოს“ კვირეულის ორგანიზატორი ყვება:

„ოქროს დისკის მენეჯერები ძალიან პრინციპულები აღმოჩნდნენ და, რაც მთავარია, მათ კარგად ესმოდათ ამ სიმღერის განსაკუთრებულობა. ეს მრავალხმიანი ჟღერადობა მშვიდობის, მეგობრობის ჰიმნს ჰგავს, სწორედ ისეთი მუსიკა იყო, რომელიც კოსმოსში უნდა გაეშვათ.“

ეს მისია ემსახურებოდა ჩვენი პლანეტის ინტელექტუალური მეხსიერების გაზიარებას, მაგრამ, როგორც ვიცით, კოსმოსში ჰაერი არაა და, შესაბამისად, ხმოვანი ბგერები არ ისმის, რადგან ხმის გავრცელებას ჰაერის წნევითი რხევები სჭირდება.

რა მოხდებოდა, თუ უცხო პლანეტები ჩვენგან რადიოსიგნალებს მიიღებდნენ?

1971 წლიდან 1998 წლამდე ჯონ შეპარდი საოცარი თავდადებით იკვლევდა ამ ჰიპოთეტურ საკითხს. ქოხში, სახელდახელოდ მოწყობილ რადიოლაბორატორიაში საკმაო ხანი უშედეგოდ ცდილობდა, „უცხო" აუდიტორიისთვის მაუწყებლობას, თუმცა დასავლეთ ამერიკელმა მსმენელნელმა ბევრი უცნობი არტისტი და ახალი მუსიკა მოისმინა ამ ექსპერიმენტის დროს.

შეპარდი ბებია-ბაბუის მისაღებიდან ყოველდღე ექვს – რვა საათს მაუწყებლობდა. შემდეგ მან გააფართოვა თავისი ოპერაცია სახელწოდებით: STRAT-ი და გადაინაცვლა ბაბუის საკუთრებაში მყოფ კერძო შენობაში, სადაც კვლევითი ლაბორატორია მოაწყო და კოსმიური მისტიკის შესწავლა დაიწყო.

შეპარდი მიიჩნევდა, რომ თუ მუსიკას შეუძლია შეცვალოს ყოველდღიურება, მას ასევე აქვს ძალა, რომ ჩვენთვის უცხო სხეულებს და მასებს დავუკავშირდეთ.

რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, შეპარდი მუსიკას ხედავდა როგორც გზას კოსმოსთან დასაკავშირებლად. ვარსკვლავთშორისი კონტაქტისთვის მან რეგეიდან დაწყებული, სტივ რაიხით დამთავრებული, ფართო მუსიკალური ტალღა გაუშვა ღია კოსმოსში

უცხო სხეულების ყურადღების მისაპყრობად საჭირო იყო, კომპლექსური და პროგრესული მუსიკალური ნაწარმოებები, ამიტომაც შეპარდმა პროექტში მისი მეგობარი - მაიკ ჯონსტონი ჩართო, რომელსაც ოთხიათასზე მეტი ფირფიტა ჰქონდა.

კოლექციაში თავმოყრილი იყო პროგრესივ როკი,სფეის დისკო, ნიუ ვეივი, ჯაზი და, ასევე, ყველა ქვეყნის აკუსტიკური მუსიკა. მაიკის დამსახურებით ბევრი საინტერესო შემსრულებელი გაიცნო დედამიწელმა მსმენლმა. 

ხოლო, რაც შეეხება, უცნიპლანეტელთა რეზონანსს - იგი სპეციალურად მოწყობილ ლაბორატორიაში იზომებოდა.

მის აღჭურვილობაში შედიოდა გიგანტური ეკრანები სიგნალების მონიტორინგისთვის, დაბალი სიხშირის გადამცემი, კათოდური სხივების მილები და ორმაგი არხიანი რხევები, სატელიტური საკომუნიკაციო მოწყობილობა, მაღალი ენერგიის მქონე მიკროტალღური მილები და მაღალი ძაბვის გადამცემის ამაჩქარებელი. მან გამოიყენა ეს მოწყობილობა დაბალი სიხშირის სიგნალების გასაგზავნად მილიონობით მილის სიღრმეში.

იგი ცდილობა, მუსიკის ეკლექტურობით დაკავშირებოდა ჩვენთვის უცნობ კოსმიურ სამყაროს. თითოეულ კომპოზიციაზე ანალიზს აკეთებდა და დღიურს აწარმოებდა. ამბობდა, რომ ყველაზე დიდი აქტივობა კრაუტროკ მუსიკის გაშვების დროს შეიმჩნეოდა, ასევე, პროგრესივ როკის და ოფენ ჯაზის დროსაც.

„თქვენ არ გჭირდებათ თარგმნა, თუ საგანი გონებით და სულით იკითხება."

- ამბობდა შეპარდი

რეალობასა და მუსიკას შორის ყოველთვის ჩნდება ნეიტრალური ზონა, რომელიც ქმნის წარმოსახვით ლანდშაფტს, რომელშიც კონცერტრირებულია ის უნიკალური კოდები და მესიჯები, რომლებიც ქმნიან საერთო ნარატივს კომუნიკაციისათვის.

ეს კვლევა სამეცნიეროს გარდა, არტ პროექტადაც შეიძლება ჩაითვალოს. შეპარდრი იხსენებს:

„ხშირად ჩერდებოდნენ ავტომობილები ჩემს სახლთან, აკვირდებოდნენ მოციმციმე შუქებს და ჩემს დანადგარებს, ზოგიერთს ეგონა, რომ რუსი ჯაშუში ვიყავი.“

1998-წელს შეფერდმა საბოლოოდ დაასრულა პროექტი STRAT–ი, რადგან რადიოსადგურის ტექნიკური გამართვა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.

მასზე ახლახანს მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჯონი ცდილობდა დაკავშირებოდა უცხოპლანეტელებს" გადაიღეს, რომელიც Netflix– ზე გამოვიდა.

და მე ვფიქრობ...

სწრაფვა უსასრულობისაკენ და უკვდავყოფა არსებულის.

ეს არის მუსიკის მარადიულობა.

მსგავსი ბლოგები