IIIIITKESHI - ტყეში
ავტორი: სალომე ვარდანაშვილი >>
5 ივლისი, 2024 >>
12 წუთის წასაკითხი >>
672 ნახვა
წელს ტყეში 12-13 ივლისს ბრუნდება, წლევანდელი ფესტივალის პროგრამა კვლავ აერთიანებს ფართო ფორმატის აუდიო-ვიზუალური პერფორმანსების სერიას, გამოფენასა და საგანმანათლებლო ვორქშოფების პროგრამას.
ფესტივალი საზოგადო კრებაა, სოციო-კულტურული ფენომენი, რომელიც გართობის, განტვირთვის და ახლის შეცნობის მიზნით გვაერთიანებს.
დღესასწაული და უმეტესწილად საზაფხულო თავგადასავალი, რომელზე დასწრებაც ერთგვარი რიტუალია და რომელიც ასე დაგვაკლდა პანდემიისას.
იზოლაციაში გატარებული დრო რთული იყო, როგორც მუსიკალური სცენისთვის, ასევე მსმენელისთვის, მაგრამ საბედნიეროდ ახალი შემართებით ისევ ჩავერთეთ საფესტივალო ფერხულში და ქართულ მუსიკალურ სივრცეს ახალი, საინტერესო და განსხვავებული კონცეფციის ფესტივალებიც შეემატა.
სწორედ პანდემიის დროს გაჩნდა ახალი მედია ხელოვნებისა და მრავალფეროვანი მუსიკის ფესტივალი “ტყეში”, რომელიც თავიდან ივენთების სერიად იყო ჩაფიქრებული, თუმცა დროთა განმავლობაში გაიზარდა, განვითარდა და საბოლოოდ ფესტივალის სახე მიიღო.
“იდეა, რომელმაც ამ საოცარ ტყემდე მიგვიყვანა, არის ურბანული ყოველდღიურობისგან თავის დაღწევა და შთაგონების ძიება იქ, საიდანაც იწყება ადამიანების ისტორია”
აუდიო-ვიზუალური ხელოვნება და მედია არტი ძირითადად ბეტონის კედლებშია მოქცეული. ჩვენი ქალაქებიც ერთ დიდ ბეტონის ჯუნგლებად გარდაიქმნა, ამ რუტინიდან გაქცევა უკვე სანატრელ ოცნებად გცექცა და დეცენტრალიზაციის იდეაც უფრო და უფრო მიმზიდველი ჩანს. “ტყეშის” გუნდის ერთ-ერთი სურვილიც მედია ხელოვნების ქალაქგარეთ, ბუნებაში გატანა და იმ ღრმა ხმოვანი, სენსორული და ვიზუალური გამოცდილების გაზიარებაა, რომელიც ტექნოლოგიური ხელოვნების ფორმებს, ბუნების წიაღთან აკავშირებს.
შესაფერისი ლოკაციის მოძიება შრომატევადი აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი კოჯრის ფიჭვნარზე შეჩერდა და ფესტივალმა ტყეში დაიდო ბინა.
“2020 წელს კოვიდ პანდემიის პირობებში ივენთების ონლაინ სერიით, ტყეში მიზნად ისახავდა შემოქმედებითი კავშირის გაღვივებას ციფრულ ლანდშაფტში და საბოლოოდ, 2021 წლის ზაფხულში, ფიზიკური განსხეულება კოჯრის ჯადოსნურ ფიჭვნარში იპოვა. ”
სანამ უშუალოდ წლევანდელ ლაინაფზე ვისაუბრებთ, ორიოდ სიტყვა განვლილ ღონისძიებებზე:
2020 წელს ჩატარებული ივენთი დრამა რადიოზე გაისტრიმა. 2021 წელს კი, ღონისძიება ფიზიკურად კოჯრის ტყეში პირველად ჩატარდა და ადგილობრივი სცენის გამორჩეული არტისტების ლაივებს, დიჯეი და ჰიბრიდულ სეტებს მოიცავდა. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ფესტივალმა უკრაინული სცენის მხარდაჭერა გადაწყვიტა და ტყეს Nastya Muravyova, Yuliia Vlaskina , Oleksandr Demianenko, Olesia Onykiienko [NFNR] ეწვივნენ.
“ეგ არის ჩვენი ფესტივალის ხიბლი და ჩანაფიქრი, რომ კოლაბორაციული პროექტებით არიან არტისტები.”
2023-ში ტყეშიმ მეტად აუდიო-ვიზუალური ხასიათი შეიძინა. პერფორმანსების გარდა, რომელიც მუსიკოსსა და ვიზუალურ არტისტ შორის კოლაბორაციას მოიცავდა, ფესტივალს ინსტალაციები, ვორქშოპები და Artist Talk-ები დაემატა.
ლაინაფში მარტივად შეამჩნევდით გერმანელ არტისტებს, ლეგენდარული Frank Bretschneider და Jan Jelinek. ისინი სპონტანური იმპროვიზაციებით წარსდგნენ მსმენელის წინაშე, შემდეგ კი Artist Talk-შიც მიიღეს მონაწილება და უკუკავშირიც არ დაიშურეს დაინტერესებული საზოგადოებისთვის.
WHITE BALANCE-Amelie Duchow და Marco Monfardin კოლაბორაციული პროექტი, რომელიც ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ინტერსექციულობას იკვლევს.
მუსიკალური ნაწილის პარალელურად, საფესტივალო სივრცეში წარმოდგენილი იყო RYOICHI KUROKAWA ფართო ფორმატის, იმერსიული აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია, როგორც 2023 წლის ერთ-ერთი მთავარი პროექტი. ამასთან ერთად, შეხვდებოდით სხვადასხვა არტისტის, არქიტექტორისა თუ დიზაინერების - გოგიკო საყვარელიძე, ლადო ლომიტაშვილი, პარალელური კლასი GOD ERA და სხვა - ნამუშევრებს.
მნიშვნელოვანია ასევე უშუალოდ ლაივ აუდიო აქტებთან ვიზუალური ხელოვნების ფუქნციის გააზრება და მისი ფუქნციური ინტეგრაცია. შარშანდელ ფესტივალზე ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი იყო მულტიმედია ხელოვანის ალექსი სოსელიას ვიზუალური კოლაბორაციები მუისკოსებთან Hayk Karoy და Holy Iguana. ათობით სხვადასხვა ტიპის პარალელურ საგანმანათლებლო ვორქშოფსა თუ ლექცია-საუბარს მოიცავდა ასევე „ტყეშის“ 2023 პროგრამა. ერთი გამორჩეულად საინტერესო კი TouchDesigner ვორქშოპი იყო, რომელიც ლუკა კაპაშვილმა a.k.a skywalker ჩაატარა, მოწვეულ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებთან ერთად Node Institute-დან.
“Შარშან პირველად გვქონდა თაჩ დიზაინერის ვორქშოპი, რომელსაც 15 ადამიანი დაესწრო და მაგის მერე აფეთქდა და არის მთელი ქომიუნითი.”
“ფესტივალის პროგრამა აუდიტორიას მრავალფეროვანი ჟღერადობის გამოცდლებას სთავაზობს ვიზუალურ და საგამოფენო პროექტებთან ერთად, ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების მონაწილეობით.”
წელს ტყეში შეძლებთ ინდონეზიური დუო Gabber Modus Operandi მოუსმინოთ, რომლებიც ციფრულ ჰარდკორს და ნოიზ მუსიკას ინდონეზიურ ფოლკლორთან და ისეთ ადგილობრივ სტილებთან აერთიანებენ, როგორებიცაა ჯატილანი (ტრანს დენსი), ფანკოტი და სხვა.
SCHNITT- ექსპერიმენტული მუსიკოსის, ამელი დუჰოვის და მედია არტისტ მარკო მონფარდინის კოლაბორაციული პროექტია, რომელიც მუსიკის, ტექნოლოგიის და ხელოვნების კვეთაზე, ხელნაკეთი მოწყობილობებით ლაივ პერფორმანსს შემოგვთავაზებს.
აღსანიშნავია COUNTERSYNC x Natia Chikvaidze, თამა კვანტალიანისა და თინა ღოღობერიძის პროექტი, რომელიც ცდილობს ტექნოლოგიის, მუსიკის, ვიზუალური თხრობის და object-based ქორეოგრაფიის შეთავსებით გადააფასოს პერფორმანს არტი.
MAOTIK- მეთიუ ლე სუღ, aka მაოტიკი , ფრანგი ციფრული არტისტია, რომელიც ინტერაქტიული ინსტალაციებით და აუდიოვიზუალური პერფორმანსებითაა ცნობილი. აუდიო-ვიზუალური ინსტალაციის გარდა ის 10-11 ივლისს Spaceone Leftbank სივრცეში გენერაციული დიზაინის ვორქშოპს ჩაატარებს, სადაც შეძლებთ გაიგოთ როგორ იქმნება ინტერაქციული ინსტალაცია. ასევე Space One-ში ჩატარდება touchdesigner beginner ვორქშოპი, რომელსაც 8-9 ივლისს Luke Skywalker გაუძღვება.
8-11 ივლისს კი City Detection Tbilisi ვორქშოპია TES-ში, რომელიც ქალაქის სხვადასხვა უბნის ჟღერადობის კვლევას ემსახურება, შეგროვებულ მასალა SCHNITT ის მიერ იქნება გამოყენებული.
ერთი-ორად სასიხარულოა, როცა მუსიკალური სივრცე, ვენიუ თუ ფესტივალი ახალგაზრდა არტისტებს მხარდაჭერას უცხადებს და იმ მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებაში ეხმარება, რომელიც ზრდისთვის ასე საჭიროა.
“...ჩვენ სულ ვცდილობთ და სცენას ვუთმობთ ახალგაზრდა არტისტებს”
შარშან ტყეშის სცენაზე KETREVAN ვიხილეთ, ხელნაკეთი სინთეზატორით წელს კი სცენას ირაკლი მარგიშვილი a.k.a PROGENOL და თაზო მეიფარიანი დაიკავებენ. Სრული ლაინაფის ნახვა ფესტივალის ვებსაიტზე, ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზეა შესაძლებელი.
2021 წლიდან თბილისი UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის ნაწილია, მედია ხელოვნების მიმართულებით. სწორედ ამიტომ ფესტივალის ამ ფორმატითა და თემატიკით ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
შემოქმედებით პროგრამასთან ერთად ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კონცეპტურალური გასტრონომიისა და ბუნებრივი ღვინის სტენდები.
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში