FOUR DIMENSIONAL MONSTER LOBSTERS! ᲐᲜᲣ?!

ავტორი: ნინო კაკიაშვილი

19 ივნისი, 2019

10 წუთის წასაკითხი

37 ნახვა

2019 წლის 12 ახლადმოსულიდან [ანუ Newcomers] თბილისის ღია ცისქვეშეთის [ანუ Tbilisi Open Air] მთავარ სცენაზე საპატიო ადგილს, თან სულ ცინცხალსა და ახლად გახსნილს [ანუ 19:00-ზე გახსნიან სცენას] “ოთხგანზომილებიანი მონსტრი ლობსტერები” [ანუ Four Dimensional Monster Lobsters] დაიკავებენ!

სად გავჩერდით? - ჩვენი ორ-საათიანი საუბრის მოკლე შინაარსი, დაახლოებით ასე გამოიყურება, თავის სათაურიანად:

მარშუტკრატიული კონსტიტუცია, განს-ენ -როუზის და კრაბსბურგერი

რაღაცის სიყვარული ჰო ძალიან კარგია, მაშინ დავიწყოთ. Wake up, grab a brush and put on a little make-up. ბატონებო და ქალბატონებო, თქვენს წინაშეა, ფსევდო ნონკომფორმისტული თაობის საღვაწი პროდუქტების ჰიპერმარკეტთა გლობალური ქსელის აქციონერთა ნაღვაწი წილის 0.02%-ის მფლობელი, ბ. ტირე ნი სტრიქონ დემოკრატია, მივეგებოთ და ვინც "დააგულოს" თითო "ლაიქი" ჩემგან! ..მოკლედ, 2018 წლის 22 მარტია, კორპუსის მთელი ძალით ყვავის ალუჩა, სადარბაზოსთან ძაღლები დაძმობილდნენ, მშვენიერი დღეა და... ფესიბუკის ადმინისტრაციას მინდა მივმართო, ბოდიში, მაგრამ რატომაც არ უნდა ჩამოვყალიბებულიყავით, თუნდაც ბენდად, ჟანრი ხო უკვე ვიცით ვინც არის?! ჩვენ კი უფრო - სინთ-პოპი, ასე რომ, ვინგარდიუმ ლევიოსა, სანდროო!

თოკო, ბექა, კოკო და სანდრო - "ლობსტერების" პირადი არქივიდან

ანუ?!

ეს “მოკლე შინაარსი” იმ სიტყვებისგანაა შეკოწიწებული, რომლებიც ბიჭებმა მათსავე ბენდზე ჩამოთვალეს. ბოლო, ყველაზე მთავარი სიტყვა, სხვა სიტყვებიდან დედუქციით მიღებული, გამოვიდა - “დაძმობილდნენ”. ამასობაში, ყველას ჩამოვურიგე თეთრი ხელთათმანები და თუკი, რომელიმეს რომელიმესადმი რაიმე სახის პრეტენზია ექნებოდა, უბრალოდ ხელთათმანს მიუგდებდნენ. დავითვალეთ და ფსევდო-ალიყურმა სულ 12-ჯერ გაიელვა.


მოკლედ, ვინ დაძმობილდა:

ბექა თევდორაშვილი (ვოკალი, თან უკრავს ყველაფერზე და ნერვებზე), სანდრო ფაილოძე (ბას გიტარა/ბექ-ვოკალი), კოკო ანთელავა (გიტარა, ბექ-ვოკალი), თოკო ჭავჭანიძე (დრამი - ისევ არ გვესწრება და რა ვქნათ, აღარ ვიცით).


სად დაძმობილდნენ?

კოლონიზაციის დროს… სანამ წავიდოდი, დამირეკეს “ვეშაპში” რომ დამეკრა. ყველას ცალკე გვქონდა ბენდები, ბევრი ლაივი... ყველაფერს იტყუება… - სანდრო. [სანდრო და ბექა] ნათესაური კავშირი აქვთ და მე და ჩემი დრამერი შევუერთდით! - კოკო.

რას გვირჩევენ?

- არასოდეს არ ჩაჯდე “მარშუტკაში”, თუ სავსეა და თან ცარიელი.

ვინ უსმენს?

მონსტრები... და ლობსტერები.

თოკო, ბექა, კოკო და სანდრო - "ლობსტერების" პირადი არქივიდან.

Spirit Animals, ანუ სიმბოლოები ცხოველ-ფრინველთა სამყაროდან

“ყვავი მომწონს ყველაზე მეტად. ძალიან ლამაზია, თან ჭკვიანი... და წავი, არა წავი არა, ყარყუმი. ყველაზე მაგარი ფრინველია ყარყუმი და ყველაზე მაგარი ცხოველია - ყვავი!” - სანდრო.

“ჩემთვის - ჟირაფი. ჩვენს ერთ სიმღერას ჰქვია ‘Giraffe Song’ და მანდ, ერთ ნაწილში, აკორდებს ვუკრავ ცოტა განსხვავებულად. ეგ ნაწილი მიყვარს - თან მელოდიურია, თან რაღაც ისტორიაცაა...” - კოკო.

“ოხ, ოხ, დიდი ხანი ვწვალობდით, რომ ეს გაგვეკეთებინა და აქამდე მოვსულიყავით”... - სანდრო.

“ჩვენი ცხოველები, ვიზუალში რასაც ვიყენებთ, არის ძროხა, მაიმუნი, ჟირაფი და ძაღლი”. - ბექა.

“ის მაიმუნი მანდრილია. იდეაში, მე ვარ - ბასმენი, რაც ‘Popcorn Popper’-ში ხატია. ‘Giraffe Song’-ში ხატია ჟირაფი, რომელიც არის ‘დრამმენი’ და არის თორნიკე,(რომელიც ახლა, აქ არ არის, თან ზის ცარიელ მარშუტკაში, რომელიც სავსეა), ძაღლი არის ‘ვოკალმენი’ - ბექა და ძროხა არის ‘გიტარმენი’, ანუ კოკო.” - სანდრო.

“ვოკალმენი ფრთიანი პუდელია!” - ბექა.

“ადრე დავხატე კომიქსი და მთავარი გმირი იყო მფრინავი პუდელი! აი, ბედისწერა!” - სანდრო.

დისციპლინა / გართობა

რეპეტიების მხრივ, რეჟიმში ვართ, ისე კი, შემოქმედებითი პროცესი არანაირ დისციპლინას არ ითხოვს ჩვენგან, უბრალოდ, მთელ თავისუფალ დროს მუსიკას ვუთმობთ.

“რაც უფრო არასერიოზული არის ხოლმე ჩაწერის პროცესი, მით უფრო კარგი გამოდის.” - კოკო.

“არასერიოზულადაც ვერთობით.” - ბექა.

გარდატეხის ასაკში, მუსიკამ როგორ იმოქმედა?

“რადიკალურად შემცვალა. მანამდე “უბედური” ვიყვავი, ახლა - ნაკლებად” - სანდრო.

“ბენდამდე, სხვათაშორის, მეც!” - კოკო.

“მეც!” - ბექა.


ანუ, ერთმანეთის “გამხსნელები” აღმოჩნდნენ!

Newcomers 2019

პარალელურ სამყაროებში
ანუ, პარალელური პროფესიები:

კოკო დიპლომატიურზე სწავლობს “გაუ”-ში, სანდრო მხატვრობასა და ანიმაციების შექმნაზე აპირებს, ბექა მეორე წელია ფიზიკას ასწავლის ნიუტონის სკოლაში, თოკო კი - მულტიინსტუმენტალისტი და პროფესიონალი დრამერია.

სხვები
ანუ, ვის უსმენენ თვითონ:

Pink Floyd, Beatles (ყველაზე დიდი გავლენა თავიდან), Rammstein (რაც არ უნდა უცნაური იყოს), Muse, Radiohead, Blink 182, პანკი, ფსიქოდელია, Subways, MGMT (ალბათ, ახლა ყველაზე მეტად), Strokes (ჯულიან კასაბლანკასი თავიდან ბოლომდე ინსპირაციაა)...


განს ენ როუზის, ლედ სემპლინგები და დები იშხნელები კი არა და...

Newcomers

“გამაგიჟებელი იყო ის მომენტი, როცა გამოგვაცხადეს... სცენის უკან ვიდექი და სცენის წინ ისმოდა, როგორ ვყვიროდი!” - კოკო.

“მე და სანდრო ვერ მივედით, ისე გაგვიხარდა! - ბექა.

“ბოლო წამამდე ვფიქრობდით, რომ არა... იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ახლა, ყოველ წუთს ველოდები, რომ შეიძლება რაღაც საპირისპირო მოხდეს?!” - სანდრო.

“სხვათასორის, შარშან მქონდა გატანილი პროექტი ‘ლობსტერ 22’ და მაშინ, ვახო ბაბუნაშვილმა მირჩია, რომ ეს მუსიკა აუცილებლად ბენდში უნდა გამეკეთებინა.” - ბექა.


ანუ, შეიძლება ჩავთვალოთ რომ ბენდის არსებობა დღევანდელი ფორმით სწორედ “ნიუქამერების” ბრალია, ამ სიტყვის ყველაზე კარგი მნიშვნელობით!

ბექა

განვითარება

ანუ, ბენდის განვითარებასა და პროდიუსინგზე ზრუნვა.

არის ჯგუფი, რომელსაც Newcomers-ის ფარგლებში შევხვდით რამდენჯერმე. ჯერჯერობით ოფიციალურად არ გავფორმებულვართ, თუმცა, სავარაუდოდ, ოფენ ეარის შემდეგ უკვე ჩამოვყალიბდებით სამომავლო გეგმებზე, რაც მოიცავს ალბომსაც, ლაივებსაც და ა.შ.


მზად ხართ ამისთვის?

აუცილებლად! ძალიან მზად ვართ!

“ყველაზე უცნაური ისაა, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი. ბექას, თორნიკეს და კოკოს უკვე ბევრი წლის გამოცდილება აქვთ მუსიკაში. ჩემთვის კი პირველი პროექტია და ყველაზე პატარა ვარ, გამოდის, რომ ყველაზე მეტად შეიძლება, მე აღვიქვამდე ამ ყველაფერს როგორც წარმოუდგენელ ამბავს!” - სანდრო.


ყველაზე კარგი ისაა, რომ თან ბენდია და თან სამეგობრო.

თოკო, ბექა, კოკო და სანდრო - "ლობსტერების" პირადი არქივიდან

“სრული თავისუფლება გვაქვს, ძალიან ვმეგობრობთ, ერთად ვართ ამ ახალ გამოცდილებაში, თან ვსულელობთ... ჩემთვის ამაზე კარგი არაფერი არ არის.” - კოკო.

“თავიდანვე მოვიფიქრეთ სამი წესი - ა) რაც არ მოგვეწონება, უნდა ვთქვათ; ბ) გადაიმეორე პირველი წესი; გ) არ ვლაპარაკობთ წესებზე.” - სანდრო.


პროცესი

ანუ, როგორ იქმნება მუსიკა.


ერთნაირად ვართ ჩართული. ტექსტებს ბექა წერს. თორნიკე, მხოლოდ დრამის ნაწილებშია ჩართული. ცალ-ცალკეც და რეპეტიციების დროსაც, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ექსპერიმენტები ვატაროთ.

“როგორი იდეაც არ უნდა გვქონდეს, ერთმანეთს ვაცლით, რომ ვცადოთ. შეიძლება არ მოგვეწონოს, ვიკამათოთ, მაგრამ მაინც გავიტანოთ.” - ბექა.

“ბექა ქმნის ძირითად კონსტრუქციას და ჩვენ ამ კონსტრუქციაზე ვცდილობთ საინტერესოდ მოვარგოთ უკვე ჩვენი ნაწილი.” - კოკო.

“ყველაზე მაგარი მომენტია, როცა რამეს კარგად ჩავწერთ. სამივე ვხტებით ხოლმე და სისულელეებს ვაკეთებთ”. - სანდრო.

Tbilisi Open Air

სიახლეები გვაქვს. მაგაზე ვჩხუბობთ ახლა, ზუსტად რას დავუკრავთ.

“ყველა სიმღერა ახალი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც არ გვიცნობს, მაგრამ ვინც გვიცნობს, იმათთვისაც ვამზადებთ სიახლეს.” - სანდრო.

“იმდენად გაგვისწორდა ნიუქამერზზე დაკვრა, რომ ერთი სული გვაქვს!” - ბექა.

ფრანც ფერდინანდებს ასწრებთ თან?!

ხოო, ხოოოო!

“ვლოცულობ, ყველა - ძველ და ახალ ღმერთს ვთხოვ, რომ ბექსთეიჯზე შევხვდეთ... საბვეისაც ველოდები ძალიან”. - სანდრო.

კოკო, ბექა, სანდრო და თორნიკე (ბათუმშია)

ჩაწერას მოვრჩით. რეპეტიცია იწყება. “მონსტრი ლობსტერები” მსოფლიომ უნდა გაიცნოს. “ფრანცებთან” ერთ სცენაზე გამოსვლა კი, ამ გაცნობის მშვენიერი დასაწყისია!

ანუ?


წავედით!


ფოტო - გიორგი ინდუაშვილი და ლობსტერების პირადი არქივი

მსგავსი ბლოგები