Erast - CyberPunk
ავტორი: ჯაბა შავიშვილი >>
20 ოქტომბერი, 2020 >>
10 წუთის წასაკითხი >>
11 ნახვა
„პორტის უკან ქალაქი იყო გაშლილი, სადაც ქარხნების გუმბათები დომინირებდნენ. თავიანთი უზარმაზარი კორპორაციული კუბებითა და არკოლოგიით. პორტს და ქალაქს ძველი, ვიწყო ქუჩები დასდევდა, საზღვრად - ტერიტორია, რომელსაც სახელიც კი არ გააჩნდა. ეს იყო ნაით სითი, მისი მათავარი არტერია კი - ნინსეი. აქ ნეონის განათება ოდნავ თუ ბჟუტავდა, ჰოლოგრამები კი დუნედ იცდიდნენ მოწამლული ვერცხლისფერი ცისქვეშ“
უილიამ გიბსონი - „ნეირომანსერი“ / 1984
ზემოთ მოყვანილი ციტატა იმ წიგნიდანაა, შემდგომში კიბერპანკის ჟანრის ბიბლიად რომ მოინათლება. სამეცნიერო ფანტასტიკის ქვე-ჟანრი, რომელიც დისტოპიური მომავლისკენ გვექაჩება, სადაც ტექნოლოგიურ განვითარებას ხელოვნური ინტელექტის აღზევება, კორპორაციათა დომინირება და ადამიანების ემოციური სამყაროს გაჩანაგება მოჰყვება ხოლმე. გარდა ამისა, კიბერპანკს ძალიან კონკრეტული ვიზუალური რეპრეზენტაცია ახასიათებს, რომლის უკეთესად აღქმა შესაძლებელია ფილმებში „Blade Runner“, „Matrix“ - ანიმეში „Akira“ და სხვა.
ნიკა მაჩაიძის მუსიკა “Shentimental”-დან დაწყებული ამ თემას ყოველთვის წამოწევდა ხოლმე, თუმცა Erast-ის 2006 წლის ალბომში „Cyberpunk“ მას სრულიად განსაკუთრებული როლი ერგო.
ალბომში მუსიკალურად წარმოდგენილია ვიდეო თამაშის 7 დონე, რომელიც ავტო დამახსოვრების ფუნქციის დახმარებით, გადალახულ სირთულეებს მეხსიერების ბარათზე ინახავს.
erast:\start> //level_1 auto_save: CYBERPUNK
პირველ კომპოზიციაში, ნარატორი და თამაშების შემქმნელი (ხმა Gogi.Ge.Org), ყვავების ჩხავილის და მისტიური ატმოსფეროს ფონზე, თამაშის შექმნის ისტორიას მოგვითხრობს, ახსენებს პერსონაჟ-კომპოზიტორს, მის ახალ სინგლს და თამაშის სამყაროში მოგზაურობისთვის გვამზადებს. მუსიკალურად „Cyberpunk“ დაგლიჩული სიმების ფონზე, ნოსტალგიურ მელოდიას აღვივებს, სადაც ქართული გავლენები, დაკვირვებული მსმენელისთვის აშკარა ხდება.
ტრეკს უკვე თამაშის აქტიურ ზონაში შევყავართ. აქ ბრეიქბიტ და ელექტრო ტალღები, ფორტეპიანოს და დაჩეხილ ვოკალურ პარტიებს ეჯახებიან და დისონანსურ ჯაჭვს ქმნიან.
save_game: RAINDROPS ON MY WINDOW
AFX-ეულ Drill’n’Bass-ს გვაზიარებს, თითქოს სიმებიანი საკრავები, სინთეზატორის ხმები და სხვა ბგერითი შრეები ციფრული წვიმისთვის გვიმატებენ
ალბომის ერთ-ერთი პირადი ფავორიტია. ალბათ მასზე ყველაზე კარგად არსებული სურეალისტური ვიდეო მოგვითხრობს. ეს თამაშის ავტორის დარენდერებული სიზმრებია, სადაც სპილოსთავიანი პერსონაჟი თბილისის განსხვავებულ ადგილებს სტუმრობს. თუ სიზმრები როდესმე გამოწერით იქნება, ჩემი უპირველესი არჩევანი სწორედ ზემოთაღნიშნული იქნება.
წინა მიმოხილვაში ვახსენე, რომ ნიკა მაჩაიძეს ირონიის სურვილი არასდროს უქრება, ეს „Dimpitauri”-ის შემთხვევაშიც აშკარაა, მეტალისტური წახნაგების მქონე ბიტები კიბერპანკულ ველში გვაქცევს და ნაცნობი ქართული მელოდია, ახალი ფორმით ხარობს.
მისი პირველი მოსმენა რატომღაც სამყაროს სრულიად ახალი პერსპექტივის გაჩენა იყო ჩემთვის, ეს თითქოს მარტივი მელოდია, ამ ქვეყნიური ედემის ბაღის ხმოვანებას მაძლევდა, სადაც ადამიანებს შორის პირვანდელი, ბიბლიური ჰარმონია დაბრუნებულა და ახალი დღისწესრიგი შემოუთავაზებია კაცობრიობისთვის.
//level_3 auto save: txili
ლამაზად ორკესტრირებული, მელოდიური მომენტების თაიგულია, გლიჩური ჩანართებით გამრავალფეროვნებული.
save_game: QN
ამორფული და აბსტრაქტული სიმებიანი ნამუშევარია, რაღაც რაღაც ჯადოსნურისთვის ამზადებს მსმენელს.
სწორედ ასეთი ზღაპრული დინების ნაწილია, კომპოზიციის ბოლოს აღმოცენებული რიტმი მეტ დინამიზმს რომ მატებს.
//level_4 auto_save: KITCHEN SONATINE/DRAMATIC MEAL
სხვადასხვა მხრიდან მიღებული ციფრული სიგნალების შეერთების წერტილია, რამდენიმე მომანტში ბიტი უფრო გამოკვეთილი სტრუქტურის მქონე ხდება, ფორტეპიანოს თუ სიმების ურთიერთ რბოლა ემატება და დრამატულ სახესაც იძენს.
კიდევ ერთი ფავორიტია, ამ დროსა და ადგილას, პერსონაჟი ეჭვებითაა სავსე საკუთარი მომავალი არჩევანის მიმართ. მისტიური ატმოსფერო უფრო ამძაფრებს ამ განცდებს, თუმცა გადაწყვეტის გზებს მაინც ვერ გვთავაზობს.
კიდევ ერთი იავნანა ნიკასგან, ამჯერად კიბერპანკული სიზმრების გემოვნური თვისებებით, რომელიც ნებისმიერ ზრდასრულს ახალი წარმოდგენებით გამოკვებავდა.
//level_6 auto_save: KITCHEN SONATINE/HAPPY MEAL
ორნაწილიანი მოქმედებაა - პირველი IDM-ის საუკეთესო ტრადიციებში გადაწყვეტილი მელოდიური ფაზირება, ყოვლად უცნაური ხმები რომ დაჰყვება. მეორე ნაწილში მუსიკოსი სიმების აკორდების პროგრესიით ცდილობს თავი დაგვამახსოვროს.
ჰარმონიითა გამსჭვალული.
აქ უკვე აშკარად ჩანს ნიკას ტრანზიცია უბრალოდ Trackmaker-დან კომპოზიტორამდე, თამაშის პერსონაჟის სიზმრისეული ხატება დასასრულს უახლოვდება.
save_game: VIOKONC erast:\end>
ნიკას შემოქმედებიდან ერთ-ერთი პირადი ფავორიტია, კომპოზიციაში იგრძნობა როგორც წარსულის ლამაზი დღეების ნოსტალგია, ასევე ნათელი მომავლის ოპტიმიზმიც.
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში